უმეტესობა ალტკოინების კონსოლიდაცია შევიწროვებად დიაპაზონში მიმდინარეობს. ვვარაუდობთ, რომ მსგავსი ტენდეცია დღესაც შენარჩუნდება.
BCH/USD

Bitcoin Cash-ი გუშინ ყვითელი დერეფნის ქვედა საზღვართან დაკონსოლირდა. დღეს დერეფანში მოძრაობა გაგრძელდება და საშუალო სრიალა EMA55-მდე აღდგება.
EOS/USD

გუშინ EOS/USD გვერდულა დიაპაზონში აგრძელებდა მოძრაობას, მაგრამ იმის გამო, რომ რხევის ამპლიტუდამ შემცირება შეწყვიტა, EOS-ის ფასმა მწვანე სამკუთხედის ქვედა საზღვარი გადალახა. თუმცა, ეს ჯერ არ ნიშნავს, იმას რომ წყვილი გვერდულიდან გამოვიდა. უბრალოდ გვერდულა დერეფანმა შევიწროვება შეწყვიტა.5.37USD მინიმუმის შემდეგ წერტილში წყვილი აღდგენას 5.509USD ფიბონაჩის ნულოვან დონესთან დაიწყებს, ამგვარად განაგრძობს ფლეტს.
XLM/USD

Stellar Lumen-ის ფასი გუშინდელი დღის განმავლობაში მხარდაჭერისკენ იკლებდა, მაგრამ იასამნისფერი დერეფნის ქვედა საზღვრის შემოწმება მხოლოდ დღეს ღამე მოახერხა. დილით, 0.238USD დონიდან ასხლტდა და აღდგენა დაიწყო. ვაჭრობის მოცულობა საშუალოზე ნაკლებია, ამიტომ ვთვლით რომ ფასი ვიწრო დიაპაზონში დაიწყებს მოძრაობას იასამნისფერი დიაპაზონის ზედა საზღვრის თავზე.
LTC/USD

ფიბონაჩის დონის 23.6% (52.32 USD) წინააღმდეგობა LItecoin-ის ფასმა გუშინ ვერაფრით ვერ დაძლია. დღეს დილით წყვილმა მართლაც განასახიერა გვერდულა დიაპაზონის შევიწროვება, 51.54 USD ლოკალურ მინიმუმზე შემობრუნდა და ეხლა ისევ ცდილობს ფიბონაჩის 23.6%-ის გადალახვას. ვვარაუდობთ, მცდელობა ამჯერადაც წარუმატებელი იქნება.
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash, Stellar Lumen, EOS-ისა და Litecoin-ის ანალიზი 16.11.2018
უქმეების მოახლოვებასთან ერთად, ალტკოინების ბაზარი ნელა-ნელა შემცირებისკენ წავა და გვერდულ დიაპაზონში, უახლოეს მხარდაჭერებთან კონსოლიდირდება.
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen-ისა და Litecoin-ის ანალიზი 12.11.2018-სთვის
ალტკოინების ფასი უქმეებზე გვერდულში შენარჩუნდა, დილით კი კლება დაიწყო. მხოლოდ Stellar Lumen-ი დარჩა აღმამავლობის დერეფანში. შეაკავებს თუ არა მხარდაჭერის დონე ფასების შემდგომ ვარდნას?

