გუშინ ალტკოინების ბაზარმა Bitcoin-თან კორელაცია აჩვენა და ფასების გრაფიკულ გამოსახულებაზე ცრუ დაკლება შემდეგი სწრაფი ზრდის ტემპით გამოსახა.
BCH/USD
Bitcoin Cash-მა აბსოლუტური მინიმუმი განაახლა 406.32USD ნიშნულზე, შემდეგ კი წარმატებით აღდგა 430.00USD-ს მიდამოში. ახლა, როდესაც ვაჭრობის მოცულობამ იკლო, ფასი გუშინდელი მაქსიმუმის ოდნავ ქვემოთ კონსოლირდება. დღეს შეგვიძლია ყვითელი დერეფნის ქვედა საზღვრის რე-ტესტს ველოდოთ
EOS/USD
EOS-ის ფასმა არც ისე მკვეთრად დაიკლო, ხოლო ზრდის მოძრაობა მკვეთრი აღმოჩნდა. წყვილმა მაქსიმუმი 5.312USD წერტილში დაამყარა. ასეთი ინტენსიური ზრდის გამო, სტოჰასტიკი გადამყიდველობის სივრცეშია, მაგრამ ოთხსაათიან თაიმ-ფრეიმზე დაკლების სიგნალთან, ჯერ გაუგებრობაა. სავარაუდოდ, დღეს EOS-სის ფასი საშუალო სრიალა EMA55-ს შეამოწმებს.
XLM/USD
Stellar Lumen-მა გუშინ იასამნისფერ დერეფანში 0.221USD-ს მხარდაჭერა გაარღვია, მაგრამ მის ქვედა საზღვართან ვერ მივიდა. ამის შემდეგ, წყვილი ისევ აღდგა ამ დონეზე და გვერდულა დიაპაზონში კონსოლიდაცია განაგრძო. ამჟამად, გრაფიკულ გამოსახულებაზე აშკარად ჩანს დაღმავალი ტრენდის წითელი ხაზი, რომელიც 20 ოქტომბერს დაიწყო.თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ დღეს წყვილი თავს შეიკავებს კიდევ ერთი ტრენდული ხაზის რე-ტესტისგან, მაგრამ საშუალო ფასების აღდგენას განაგრძობს.
LTC/USD
გუშნდელი მცდარი დათვური გარღვევა იმდენად მძლავრი არ იყო, რომ ფიბონაჩის ნულოვანი დონე 47.50USD შეემოწმებინა . LTC-ს ფასმა დაიწყო ინტენსიური აღდგენა 50.00USD-ს დონისკენ, სადაც მაქსიმუმი 50.18USD წერტილში დაამყარა. როდესაც, ვაჭრობის მოცულობა შემცირდა, წყვილი ჩამოგორდა 50 დოლარის ნიშნულის ქვემოთ ერთი ლაითისთვის. დღეს, მოკლევადიანი კონსოლიდაციის შემდეგ, შეიძლება ფიბონაჩის ნულოვანი დონისკენ დაიწყოს დაღმასვლა.
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash, Stellar Lumen, EOS და Litecoin ანალიზი 23.11.2018-სთვის
დღეს ფასი გუშინდელი კონსოლიდაციიდან გამოვიდა და რამოდენიმე ალტკოინმა მინიმუმის განახლებაც კი მოასწრო. მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ კორექტირების შემდეგ ფასები გვერდულ ტრენდს გააგრძელებენ.
Bitcoin Cash, Stellar Lumen, EOS -ის და Litecoin-ის მიმოხილვა 29.11.2018
კორექციის ფაზა გრძელდება და დღეს ახალი დღიური მაქსიმუმებია მოსალოდნელი.