უმეტესობა ალტკოინების მსგავსად, ADA/USD ძირითადი წინააღმდეგობების დონეებს ზევით ვაჭრობს. ჩვენი ვარაუდით, ალტკოინების უმეტესობის ფასი ამ კვირის მანძილეზე ზრდას განაგრძობს.
TRX/USD
Tron-Dice-ისა და სხვა აზარტული დეცენტრალიზებული აპლიკაციების წყალობით, Tron-ის ბლოკჩეინი დღის მანძილზე მილიონზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ Tron-ი სმარტ-კონტრაქტებისთვის სასურველ პლატფორმად ვითარდება. შესაძლოა, ახლო მომავალში, მან Ethereum-იც კი ჩაანაცვლოს.
სხვა ალტკოინების მსგავსად, TRX/USD ამ ეტაპზე, ხარისებრივ გარღვევის სტადიაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ფასებმა ჯერ სექტემბრის მაქსიმუმს ვერ მიაღწიეს,
მთლიანობაში, ბაზრის განწყობა - ოპტიმისტურია. ტრეიდერებს 2.2 ცენტიანი სტოპებითა და, 3 და 4 ცენტიანი მიზნებით ყიდვა შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ხარისებრივი პროგნოზი იმ შემთხვევაში გაბათილდება, თუ ფასი 2 ცენტზე ქვევით დაიწევს და მხარდაჭერის დონის ქვევით დაიხურება.
ADA/USD
ფასმა 7 ცენტიან ნიშანს უკვე გადააჭარბა და, ამიტომ, ჩვენი ნავარაუდები ვაჭრობის გეგმა რეალურად ხორციელდება. როგორც კი ფასები 9,5 ცენტის ან ოქტომბრის მაქსიმუმისკენ მიმართულებით მოძრაობას დაიწყებენ, ტრეიდერები 7,5 ცენტიანი სტოპებით ყიდვას შეძლებენ.
თუ ფასი 9,5 ცენტიან ნიშნულს გაცდება, 12 ცენტიანი დახურვის გაგრძელებას უნდა ველოდოთ.
მასალების მიხედვით newsbtc.com
ასევე წაიკითხეთ
TRX-ისა და ADA-ს ანალიზი 16.11.2018
Cardano-ს ფასი მნიშვნელოვნად დაეცა და მხარდაჭერის დაბალ ნიშნულებზე $0.0700 და $0.0650 ვაჭრობდა. ADA/USD-ს დათვური გარბენი გრძელდება. ბოლო კვირის განავლობაში TRX-ს ფასმა 17%-ით დაეცა.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 26.11.2018-სთვის
გასული შაბათ-კვირა წყნარი არ ყოფილა. კვირას ბაზარს ახალი შემცირების ტალღა ელოდა, რის შემდეგაც ფასები ოდნავ აღდგა. გაგრძელდება თუ არა დღეს კორექცია?