სავაჭრო წყვილები ბიტკოინ-ალტკოინი წარმოადგენს მიზეზს, თუ რატომ არის დამოკიდებული ალტკოინების ფასი ბიტკოინის მდგომარეობაზე. მოცემულ მომენტში დათვური მოძრაობაა, ამიტომ ალტკოინების ფასი იკლებს.
TRX/USD
ჯასტინ სანის მხარდაჭერამ და ტრანზაქციების მაღალმა სიჩქარემაც ვერ უშველა TRX-ს. ტოკენის ფასის შემცირება ამ კვირაში 28% შეადგინა.
ჩვენი წინამორბედი ანალიზის თანახმად, დათვები მთლიანად აკონტროლებენ ბაზარს. გამომდინარე აქედან, ჩვენ გთავაზობთ 20 ნოემბრის მაქსიმუმის სტოპების დროს ადგილზე გაყიდოთ და 1.6 ცენტზე, ხოლო მიზანი 24 იანვრის მინიმუმზე დასახოთ.
IOT/USD
IOT/USD დაკლებას აგრძელებს, წინა კვირის განმავლობაში ვალუტის ღირებულება 26%-ით დაეცა, თუ დღეს ფასი 30 ცენტზე ქვემოდ დაეცემა, ხარები უკვე 20 ცენტს დაუმიზნებენ. თუმცა, იმისთვის, რომ ჩვენმა ხარულმა გეგმამ იმუშავოს, 50 ცენტის ზემოთ ძლიერ გარღვევასა და ძირითადი წინააღმდეგობის ზოლის გადალახვას უნდა დაველოდოთ.
ან, თუ 40-50 ცენტზე რე ტესტი მოხდება დაბალ თაიმ-ფრეიმებზე გაყიდვის ნიშნით, ინვესტორებმა ლონგები უნდა დაივიწყონ და გაყიდვა 30 ცენტიან მიზნებზე, შემდეგ 20 ცენტიან მიზნებზე დაიწყონ გაყიდვა.
ასევე წაიკითხეთ
XMR-სა და ADA-ს ანალიზი 07.12.2018-სთვის
ალტკოინების უმეტესობა მხარდაჭერის დონის დაბლა ვაჭრობს.
კომპანია Fundstrat-ის ექსპერტებმა იციან, როდის დადგება გაყიდვის დრო
ორშაბათს ბიტკოინმა არც თუ ცუდი აღდგენის დემონსტრირება მოახდინა და სტატიის დაწერის მომენტში 3591 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. მონეტის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზრის აღდგენის ფონზე, რომელიც უმეტესად ტექნიკური და სპეკულატიური ფაქტორებით იყო გამოწვეული, დაახლოებით 8%-ით გაიზარდა.