იქნება თუ არა ალტკოინების ბაზარზე დამაგვირგვინებელი აკორდი ? შეძლებს თუ არა დღეს ფასი აღდგენის მიზნების მიღწევას?
XLM/USDგუშინ ვარდისფერი დიაპაზონის ზედა საზღვარი მხარდაჭერის სახით გამოდგა და ლოკალური მაქსიმუმიდან უკუსვლა დაუნ-ტრენდის დერეფნის საზღვრებს გასწვრივ მიმდინარეობდა. დღეს წყვილი საშუალო მცოცავი EMA55-ის წინააღმდეგობის გადალახვას შეეცდება და კორექციის მიზნობრივ დონეს 0.140 USD შეამოწმებს
BCH/USDBitcoin Cash ABC-ს ვაჭრობის მოცულობა ძალიან დაბალი იყო. BCH-ს ფასი მდორედ მიუახლოვდა 100.00 USD მხარდაჭერასთან. გუშინდელი დღე ფსიქოლოგიური დონის ას დოლარზე მაღალი კოტირებით დაიხურა, რამაც Bitcoin Cash ABC-ს შესაძლებობა მისცა CoinMarketCap-ის კაპიტალიზაციის რეიტინგში, Bitcoin Cash SV-სთან შედარებით $180 მლნიანი უპირატესობით, პოზიცია შეენარჩუნებინა.
ხოლო, რაც შეეხება Bitcoin Cash SV-ს, იგი გუშინ საშუალო მცოცავი EMA55-ის ქვემოთ ჩავარდა და დღეს შესაძლებელია 80.00 USD მხარდაჭერას მიაღწიოს. ამ მომენტისთვის მისი კაპიტალიზაცია $1.6 მილიარდს შეადგენს, რაც CoinMarketCap-ის საერთო კაპიტალიზაციის რეიტინგის მერვე პოზიციას შეესაბამება.
EOS/USDდღეს დილას 1.90 USD დონიდან შესაძლებელია 2.30 USD მიზნობრივ დონესთან ზრდა. თუ საშუალო მცოცავის წინააღმდეგობის გადალახვა მოხერხდა, მაშინ კორექცია შეიძლება წითელი ტრენდული ხაზის რე-ტესტის შემდეგ დასრულდეს.
LTC/USDგუშინ დაუ-ტრენდის ვარდისფერი დიაპაზონის ზედა საზღვრის გადალახვა ვერ მოხერხდა. დღეისთვის მოსალოდნელია ფიბონაჩის ნულოვან დონესთან გარღვევის მეორე მცდელობა. თუ მის თავზე გამყარება ვერ მოხერხდა, დაკლება ვარდისფერ დერეფანში, 22.25 USD წლიური მინიმუმის ნიშნულისკენ, გაგრძელდება.
ასევე წაიკითხეთ
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin 14.12.2018-სთვის
დათვური ზეწოლა შესაძლოა ახლი ძალით აღდგეს, რაც წლიური მინიმუმების განახლებას გამოიწვევს. მაგრამ ჯერჯერობით ბაზარი მიმდინარე ფასების დონეზე კონსოლიდირებას ცდილობს.
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen და Litecoin ანალიზი 26.12.2018-სთვის
თუ საშუალო ფასების დონეზე დილანდელი მაქსიმუმის კლებას მხარდაჭერა არ შეხვდება, უკუქცევა საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს.