რუსეთის სახელმწიფო დუმაში თვლიან, რომ ბიტკოინის შექმნის უკან რუსი პროგრამისტები დგანან, გამოყენებით კი მას ამერიკული სპეც-სამსახურები იყენებენ. თუმცა ციფრულ ვალუტებზე უარის თქმას ეს სულაც არ ნიშნავს. სამრეწველო შპიონაჟი შესაძლოა რუსეთს IT-ინდუსტრიის განვითარებაში დაეხმაროს.
ბევრი ქვეყანა აყენებდა პრეტენზიას კრიპტოვალუტის სამშობლოს პოზიციაზე, თუმცა ბიტკოინი შეიქმნა როგორც კრიპტოვალუტა მოქალაქეობის გარეშე. თავად რუსეთი ამ აზრს არ ეთანხმება და ციფრული აქტივის შექმნაში მონაწილეობაზე პრეტენზიებს აყენებს. რუსეთის პარლამენტის წარმომადგენლების აზრით, ბიტკოინი - ეს რუსი პროგრამისტების პროდუქტია.
ასეთი მოსაზრებისკენ რუსეთის სახელმწიფო დუმის ფინანსური ბაზრების კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი აქსაკოვს დღემდე ბურუსით მოცულმა სატოში ნაკამოტოს პიროვნებამ უბიძგა და ასევე უკეთესი ცხოვრების ძიებაში რუსეთიდან აშშ-ში პროგრამისტების მასიური გადასახლების გარემოებამ. აქსაკოვი დარწმუნებულია, რომ ამერიკელ სპეციალისტებთან ერთად სწორედ ნიჭიერი რუსი სპეციალისტები მონაწილეობდენ მსოფლიოში პირველი კრიპტოვალუტის შექმნაში. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში კრიპტოვალუტაზე უარი უნდა ითქვას. ციფრული ვალუტების აკრძალვა რუსებს დოლარის მასიური გამოყენებისკენ უბიძგებს, თვლის აქსაკოვი.
დეპუტატის აზრით საუკეთესო გამოსავალი IT-სპეციალისტების სამშობლოში დაბრუნება იქნება, რომლებსაც ოკეანის გადაღმა უკვე დიდი გამოცდილება აქვთ დაგროვილი და რუსეთში მაღალტექნოლოგიური ბიზნესის განვითარებაში მათი ცოდნა ფასდაუდებელი იქნება. ამავდროულად ჩინოვნიკის აზრით, სპეციალისტების აშშ-ში მივლინება ცოდნის და გამოცდილების მისაღებად და შემდგომ მისი სამამულო IT-ინდუსტრიაში გამოყენება, ქვეყანას უდაოდ წაადგება.
გარდა ამისა, აქსაკოვი დარწმუნებულია, რომ „კრიპტოვალუტა“, რომელიც რუსეთში ციფრული ინდუსტრიის მარეგულირებელი შესაბამისი კანონების მიღების შემდეგ გაჩნდება, „იგივე რუბლი იქნება, თუმცა დაშიფრული სახის“. ნოემბერში დეპუტატმა პრესას განუცხადა, რომ მთავრობა განიხილავს რუსულ რუბლთან მიბმული და სახელმწიფო მხარდაჭერის მქონე კრიპტოვალუტის გამოშვებას.
ასევე წაიკითხეთ
Fidelity ფსონს „ხარებზე“ დებს
კრიპტოვალუტის ბაზარზე ფინანსური გიგანტის - Fidelity-ს გამოჩენის მეორევე დღეს, ფონდების მმართველმა - მარკ იუსკომ იწინასწარმეტყველა, რომ ეს დარგი სწრაფადგანვითარებად ბაზრად მალე იქცევა.
რა არის უფრო მერყევი - ბიტკოინი თუ ლირა?
ოქროს რქის სანაპიროზე, სტამბოლის ბანკების გვერდით ბილბორდი დგას, რომელიც თურქული ლირის მიმდინარე კურსს ასახავს: მის ღირებულებას დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და ბიტკოინში. ამ ვალუტათაგან უკანასკნელი, დათვური ტრენდის გათვალისწინებით, შეიძლება უადგილოდ მოგეჩვენოთ. მიუხედავად ამისა, ოქტომბრის დასაწყისიდან თურქულ კრიპტოვალუტურ ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობა 37%-ით გაიზარდა.