რამოდენიმე ხნის წინ, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს, რომელიც ამ მომენტში 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას ატარებს, Facebook პოსტის ინფორმაციის თანახმად, ის კორუფციასთან ბრძოლას ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით გეგმავს.
ტიმოშენკომ ეს პოსტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაუკავშირა და განაცხადა, რომ უკრაინა „ტოტალურ კორუფციაში არის ჩაფლული“. შემდეგ მან განმარტა, რომ მისი გაერთიანება „ბატკოვშინა“ ქრთამის აღების წინააღმდეგ ბრძოლას ცდილობს.
უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბლოკჩეინს სახელმწიფო მართვის ეფექტური ინსტრუმენტი უწოდა. ტიმოშენკოს თქმით, კორუფციის დასამარცხებლად, ყველა სახელმწიფო რეესტრი ბლოკჩეინზე უნდა ინახებოდეს. კიევში გამართულ ფორუმზე გამოსვლისას, ტიმოშენკომ ბლოკჩეინს კორუფციის მოსასპობად იდეალური ტექნოლოგია უწოდა:
ბლოკჩეინი იდეალური ანტიკორუფციული ტექნოლოგიაა, რომელმაც საერთაშორისო არენაზე თავისი ეფექტურობა უკვე დაამტკიცა. კორუფციის აღმოსაფხვრელად და ჩვენი მოქალაქეების პირადი ინფორმაციის დასაცავად, ჩვენ ადმინისტრირების ყველა სისტემა ბლოკჩეინზე უნდა გადავიტანოთ.
Cointelegraph-ის ინფორმაციის თანახმად, უკრაინის საარჩევნო კომისიამ ხმის მიცემის საპილოტო ექსპერიმენტი NEM ბლოკჩეინის 28 ნოდზე ჩაატარა. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელმწიფო რეესტრის თავმჯდომარემ ალექსანდრ სტელმახმა განაცხადა, რომ ისინი „არჩევნების პროცესში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით ექსპერიმენტებს აგრძელებენ“.
გარდა ამისა, უკრაინა საკუთარი კრიპტოვალუტის е-გრივნის შექმნას გეგმავს, რომელიც ბლოკჩეინზე იმუშავებს და გრივნით იქნება გამაგრებული. სახელმწიფო ცენტრალიზირებული ტოკენის შექმნის მომხრეები თვლიან, რომ მას უნაღდო გადახდების სიჩქარის გაზრდა და ფასის შემცირება შეუძლია.
ასევე წაიკითხეთ
Swiss Post-ი და Swisscom-ი ბლოკჩეინ აპლიკაციებისთვის ინფრასტრუქტურას შექმნიან
საფოსტო სამსახური Swiss Post-ი და სატელეკომუნიკაციო ფირმა Swisscom-ი შვეიცარიაში, ბლოკჩეინ აპლიკაციებისთვის უსაფრთხო და საიმედო ინფრატრუქტურის შექმნისთვის გაერთიანდნენ. ორივე კომპანია ქსელს საკუთარი სერვისების მართვისთვის და სამომავლო აპლიკაციების შექმნისთვის გამოიყენებს.
Global Blockchain Mining-ი ორდონიანი ქსელების სტრატეგიას განიხილავს
მსხვილი კანადური კომპანია ორდონიანი ქსელების, რომლებიც ქსელში და პროტოკოლებში სულ უფრო ფართოდ გამოიყენება, საკუთრების წილის დამტკიცებით (Proof of Stake), მასტერ-ნოდებს გააკონტროლებს.