Facebook-ის, Amazon-ის, Apple-ის, Netflix-სა და Google-ის აქციებმა ერთად 1 ტრილიონ დოლარზე მეტი ოდენობის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა. საკუთარ რეკორდულ მაქსიმუმამდე ვარდნასთან ერთად, მათთან დოლარის ექვივალენტში კიდევ უფრო მეტი დანაკარგი დაფიქსირდა, ვიდრე 2018 წელს ყველა ერთად აღებული კრიპტოვალუტის შემთხვევაში.
შედარებისთვის, ციფრული აქტივებისთვის რთული წლის მიუხედავად, კრიპტოვალუტის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 2018 წლის იანვარში დაფიქსირებული ისტორიული მაქსიმუმიდან, რომელიც 830 მილიარდს შეადგენდა, თითქმის 700 მილიარდი დოლარით შემცირდა.
FAANG აბრევიატურაა, რომელიც ხუთი ყველაზე წარმატებული ჰაი-ტექ კომპანიების დასახელების პირველი ასოსგან შედგება: Facebook, Amazon, Apple, Netflix და Google, მედიამ ყველაზე პოპულარულ გიგანტებად და ინვესტორთა სიმპათიის რეკორდსმენად მონათლა. FAANG-ის აქციების რეკორდულად მაღალი შეფასება ამა წლის პირველ ნახევარში შთამბეჭდავ ხარულ პერიოდს წარმოადგენდა, რომელმაც, როგორც ჩანს, საკუთარ პიკს ივლისში მიაღწია. საინტერესოა, რომ ეს თვე ასევე უკანასკნელი იყო, როდესაც ბიტკოინმა (BTC) ფასი 8000 დოლარზე ზემოთ ნახა.
როგორც ჩანს, ჭორები ბიტკოინის სიკვდილის შესახებ, განსაკუთრებით FAANG-ის კაპიტალიზაციის 85%-ზე ვარდნის ფონზე, გაზვიადებულია.
მეორე მხრივ, მთელს მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის შენელება შესაძლოა მოახლოებული ფინანსური კრიზისის მანიშნებელი იყოს, რომელმაც 2008 წელს ბიტკოინი, როგორც არსებული ფინანსური სისტემის დეცენტრალიზებული და აპოლიტიკური ალტერნატივა წარმოშვა.
ყოფილმა ინვესტორმა და უოლ-სტრიტის ბაზრის ანალიტიკოსმა მაქს კაიზერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სინამდვილეში ბიტკოინი იმისთვის შემუშავდა, რომ ეკონომიკური შოკების დროს აყვავებულიყო. მან ახსნა:
ბიტკოინის მიღება ყოველთვის ბანკების გაკოტრებით, სანქციებითა და პოლიტიკური არეულობებით იყო განპირობებული. პრობლემა, რომელსაც ბოლო დროს ბიტკოინი შეეჯახა, იმაში მდგომარეობს, რომ მისი კონკურენტი, აშშ დოლარი იზრდება. მისი დაბადებიდან 10 წლის შემდეგ საინტერესო იქნება ვნახოთ, შეძლებს თუ არა ბიტკოინი, რომელიც არც აქციაა და არც ფასიანი ქაღალდი, არამედ ღირებულების გადაცემის ციფრულ პროტოკოლს წარმოადგენს, საბოლოო ჯამში ტრადიციული ბაზრებიდან გამოყოფას და გაკოტრების შემდეგი ციკლის დროს თავშესაფრად გადაქცევას.
ამასობაში, Fundstrat Global Advisors-ის კვლევითი განყოფილების უფროსმა ტომ ლიმ BTC-ს არასათანადოდ დაფასებული უწოდა, იმის გათვალისწინებით, რომ მისი საფუძვლები ძლიერია, როგორც არასდროს.
ბიტკოინის სამართლიანი ღირებულება 13 800-დან 14 800-მდე შეადგენს.
ამგვარად, ბაზრის კორექცია შესაძლოა კრიპტოვალუტებისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს, ვინაიდან წამგებიანი საწარმოებისა და დაბალი ხარისხის მქონე პროექტების რიცხვი იზრდება.
ასევე წაიკითხეთ
როგორ ამოვიცნოთ "მატყუარა" ტოკენი?
კრიპტობაზარზე უამრავი ტოკენის გამოჩენასთან ერთად, ინვესტიციების ობიექტის შერჩევა უფრო და უფრო რთულ ამოცანას წარმოადგენს. საეჭვო კრიპტოვალუტის სამი ძირითადი კრიტერიუმის გათვალისწინება დაგვეხმარება გავერკვეთ ალტკოინების სამყაროში.
აშშ-ს ახალი კანონმდებლობა სთავაზობს, რომ კრიპტოვალუტა ფასიან ქაღალდებად არ ჩაითვალოს
ჩაითვალოს 20 დეკემბერს აშშ-ს ორმა კონგრესმენმა წარმომადგენელთა პალატას განსახილველად კანონპროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვით კრიპტოვალუტა ფასიან ქაღალდებად აღარ ჩაითვლება. „2018 წლის კანონპროექტი ტოკენების კლასიფიკაციის შესახებ“ უორენ დევიდსონმა და დარენ სოტომ წარადგინეს. ის ფასიანი ქაღალდების შესახებ 1933 წლის კანონსა და 1934 წლის ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონში ცვლილებების გზით, ფასიანი ქაღალდების განსაზღვრებიდან ციფრული ვალუტების ამოღებას სთავაზობს.