გუშინდელმა მცირე აქტიურობამ ალტკოინების ფასები გვერდულ დიაპაზონში შეანარჩუნა. დღეს კონსოლიდაცია გაგრძელდება.
BCH/USD
გუშინ Bitcoin Cash ABC-ს კონსოლიდაცია, საშუალო მცოცავი EMA55-ის მხარდაჭერის გამოყენებით შეძლო. ვაჭრობის მოცულობა არც ისე დიდი იყო და გამყიდველებს ფასის საშუალო დონის დაბლა ჩაგდება არ გამოუვიდათ. თუ ვაჭრობის მოცულობა იმავე დონეზე დარჩება, მაშინ დღეს კონსოლიდაცია საშუალო მცოცავის დონზე გაგრძელდება. მყიდველების გააკტიურებისას, ზრდა შეიძლება ფსიქოლოგიური 200.00 USD ნიშნულით ან ფიბონაჩის 23.6 %-ით ( 206.95 USD) შეიწღუდოს, ხოლო ძირითადი მხარდაჭერის დონე მზად არის დაკლება 120.00 USD დონეზე შეზღუდოს.
Bitcoin Cash SV-მ, პირიქით, ვერ შეძლო საშუალო მცოცავთან გამკლავება, რომელმაც მისი ზრდა 95.00 USD მიდამოში შეზღუდა. წყვილმა გახვრიტა საშუალო ფასების დონე, მაგრამ 100.00 USD წინააღმდეგობის შემოწმება ვერ მოხერხდა. დაკლება 80.00 USD დონეზე შეიძლება შეჩერდეს.
EOS/USD
EOS-ის კონსოლიდაცია ყვითელ მართკუთხედში დღესაც გაგრძელდება. ყვითელი დიაპაზონის ზედა საზღვრის გარღვევის შემთხვევაში ზრდა შეიზღუდება 3.00 USD-ზე განლაგენული წინააღმდეგობით, ხოლო დიაპაზონის ქვედა საზღვრის მხარდაჭერამ, უნდა უზრუნველყოს, რომ EOS-ის ფასი, 1.782 USD იისფერ სხივამდე არ ჩავიდეს.
XLM/USD
გუშინ საღამოს Lumen-ის ფასი საშუალო მცოცავის EMA55 ქვევით დაჯდა და ვაჭრობის მოცულობის სიმცირის გამო საშუალო ფასების ზედა ზღვარზე დაბრუნებაც მოახერხა. დღეს კონსოლიდაცია გაგრძელდება და ფასების ვარდნა შესაძლოა 0.107 USD შეჩერდეს. ზრდა ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ ხარები საშუალო ფასების წინააღმდეგობას გაარღვევენ, მაშინ ფასის გაზრდა 0.130 USD-ზე ზევით არ მოხერხდება.
LTC/USD
გუშინ Litecoin-ის ფასი საკვანძო დონის 30.00 USD მიდამოებში მოახერხა კონსოლიდირება. EMA55 საშულო მცოცავის დონის ზემოთ არ გამოსდიოდა. დღეს კონსოლიდაცია შესაძლოა გაგრძელდეს, ხოლო დათვური მადა კი ფიბონაჩის ნულოვან დონით (26.31 USD) დაკმაყოფილდება. სავარაუდოდ მყიდველები საშუალო ფასების წინააღმდეგობის დონის 30.50 USD გარღვევას ვერ მოახერხებენ.
ასევე წაიკითხეთ
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: გლობალურმა ვალმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, აპოკალიფსი ახლოვდება
ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ვალმა მორიგ მაქსიმუმს მიაღწია - 247 ტრილიონი დოლარი 2018 წლის პირველ კვარტალში. ამ ციფრიდან, არასაფინანსო სექტორზე 186 ტრილიონი დოლარი მოვიდა, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.
Bitcoin Cash, Stellar Lumen, EOS -ის და Litecoin-ის მიმოხილვა 29.11.2018
კორექციის ფაზა გრძელდება და დღეს ახალი დღიური მაქსიმუმებია მოსალოდნელი.

