Ethereum-ის შემქმნელები ქსელის მასშტაბურ აბგრეიდს გეგმავენ, თუმცა ამის შესახებ ჯერ ფარულად საუბრობს. განახლებების ფარგლებში განიხილება ვირტუალური მანქანის შესაძლო შეცვლა და სმარტ-კონტრაქტების შესანახი პლატის დამატება. შეიყვანს თუ არა გუნდი ამ სიახლეების შემდეგი წლის რელიზში - ინტრიგად რჩება.
ა.წ. 4 ოქტომბერს ჩატარებული კონფერენცია Devcon-ის კულუარებში ჩატარებული საიდუმლო შეხვედრების შესახებ Ethereum-ის ვირტუალური მანქანის ინჟინერის გერეგ გოლოვინის წყალობით გახდა ცნობილი. მან Github-ზე Ethereum-ის დამფუძნებელთა ვიტალიკ ბუტერინის და ჯოზეფ ლიუბინის ქსელის დეველოპერებთან ჩატარებული 4 კერძო შეხვედრის შიდა დოკუმენტაცია გამოაქვეყნა. შეხვედრები ქსელი Ethereum-ის აბგრეიდს -“ Ethereum 1x“-ს ეხებოდა, რომლის რეალიზება 2019 წლის ივნისში იგეგმება.
ჩანაწერებიდან ჩანს, რომ მოდერნიზაცია მოიცავს საბაზო ვირტუალური მანქანის ethereum (EVM)-ის სისტემა eWASM-ზე შეცვლას.
მიუხედავად იმისა, რომ სისტემა eWASM-ი, როგორც EVM-ს ალტერნატივის პროექტი ჯერ შემუშავების საწყის ეტაპზეა, ეს საკითხი პირველად არ განიხილება. გეგმის თანახმად, ეს იდეა ბლოკჩეინ ethereum-ის ზრდის შესაჩერებლად გამოიყენება, რადგან მისი მოცულობა უკვე 1 ტერაბაიტს შეადგენს. თუმცა, ყველა სიკეთის გათვალისწინებით, ბუტერინი მაინც თვლის, რომ მისი დანერგვა დიდ გლობალურ ცვლილებებს მოითხოვს.
საბოლოო ჯამში გამოიყო სამი მიმართულება და მათი შემუშავებისთვის ჯგუფები შეიქმნა:
პირველი ჯგუფი - ვირტუალური მანქანის EVM-ით და მისი მოდერნიზაციის ან შეცვლის საკითხებით დაკავდება;
მეორე - ბლოკჩეინის მოცულობის ზედმეტად ზრდის შემაჩერებელ მექანიზმებს შექმნის;
მესამე - მოსალოდნელი ცვლილებების ტესტირებითა და ანალიზით დაკავდება.
გარდა ამისა, Ethereum-ის გუნდი ქსელი Serenity მასშტაბურ განახლებაზეც მუშაობს. ნოემბერში კონფერენცია DevCon-ზე ბუტერნიმა ასევე განაცხადა, რომ დაგეგმილია Proof-of-stake-ის მექანიზემბის დანერგვა და შარდინგი.
ასევე წაიკითხეთ
ბუტერინმა Ethereum-ის ქსელის მომავალზე ისაუბრა
პრაღაში გამართულ კონფერენციაზე Devcon 4-ი ვიტალი ბუტერინმა ეკოსისტემის Serenity-ს სახელით ცნობილ ახალ Ethereum 2.0-ის ვერსიაზე გადასვლის გზამკვლევი წარმოადგინა.
ETCDEV: სიკვდილი დეტალებში
გაჭიანურებული დათვური ტრენდის შედეგებმა პირველი ნაყოფი გამოიღო. წინა კვირაში მუშაობის შეწყვეტის შესახებ განცხადება Ethereum Classic-ის დეველოპერების ძირითადმა გუნდმა ETCDEV-მ (Ethereum Classic Development Company) გააკეთა.