Globe-ს ფინანსური გამომცემლობის პუბლიკაციის თანახმად, რაანანში კვლევითი ცენტრი Bitmaintech Israel-ი, კრიპტოვალუტური საერთო ბაზრის ვარდნის გამო, იხურება.
ყველა, 23-ვე თანამშრომელი, მათ შორის Bitmain-ის გაყიდვებისა და მარკენტინგის ვიცე-პრეზიდენტი გადი გლიკბერი, განთავისუფლებულნი იყვნენ თანამდებობიდან. სულ რაღაც ორიოდე თვის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფირმა დამატებითი კვლევითი სამუშაოსათვის ცენტრში 40 ადამიანის აყვანას აპირებდა.
ინფორმაციის თანახმად, გლიკბერმა თანამშრომლებს განუცხადა:
ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში კრიპტოვალუტური ბაზარი საკმაოდ შესუსტდა, რამაც Bitmain-ი აიძულა მსოფლიოს მასშტაბით საქმიანობისთვის გადაეხედა და ამჟამინდელი მდგომარეობის შესაბამისად, ბიზნესი გარდაექმნა.
BitmainTech Israel განყოფილება 2016 წელს გაიხსნა და ბლოკჩეინზე კვლევებითა და, ასევე, კომპანია Sophon-ისთვის ხელოვნური ინტელექტის შემუშავებით იყო დაკავებული.
კრიპტოვალუტური ბაზრის გახანგრძლივებულმა დათვურმა ტრენდმა შემცირება სხვა ფირმებშიც გამოიწვია. წინა კვირას ConsenSys-მა თავისი თანამშრომლების 13% გაათავისუფლა, მიზეზად ბიზნეს პრიორიტეტების შეცვლა დაასახელა. წინა თვეში კი ბლოკჩეინ სტარტაპ Steemit-მა თანამშრომლების დაახლოებით 70% გაუშვა სახლში, ვინაიდან კომპანიის შემოსავალმა Steem-ის ზრდადი ნოდების ექსპლუატაცია ვერ დაფარა.
ასევე წაიკითხეთ
FATF-მა ტერორიზმის დაფინანსებისთვის ბიტკოინის გამოყენების რისკი ვერ იპოვა
ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ Bitcoin ტრანზაქციები უკანონო ოპერაციებში მათი გამოყენების არავითარ რისკს არ წარმოადგენს, ან ძალიან მცირე რისკს შეიცავს.
ბულგარეთის პოლიციამ კრიპტოვალუტის ქურდობისთვის სამი პირი დააკავა.
ორშაბათს ბულგარეთის პროკურატურაში გამოქვეყნდა განცხადება სადაც ნათქვამია, რომ ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა სამი პირი 5 მილიონი დოლარის საფასურის კრიპტოვალუტის მოპარვისთვის.