როგორც ჩანს, ხანდახან, სხვადასხვა დაწესებულება და მმართველი ორგანო ბევრ დროს ხარჯავს, რათა გაარკვიონ თუ როგორ განახორციელონ ბიტკოინის კლასიფიცირება, ვიდრე შეიმუშაონ საჭირო გამჭირვალე კანონები მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
საინვესტიციო ბანკის Morgan Stanley-ს წარმომადგენლების თქმით, ბიტკოინი უკვე ინვესტიციების ინსტიტუციონალური კლასი გახდა. ეს ნიშნავს, რომ ბიტკიონი წარმოადგენს იგივე აქტივს, როგორიცაა აქცია, ქონება, საქონელი ან ფული. ბანკის თანამშრომლებმა ასეთი დასკვნა გააკეთეს, როდესაც გააანალიზეს მსხვილი ინვესტორების მიერ 6 თვის განმავლობაში ბიტკოინის გამოყენება.
ანალიტიკოსების თქმით, ასეთი კლასიფიკაცია მეტად ზუსტია, გატეხვების, ალტკოინებთან კონკურენციისა და, ასევე, ბაზრის მერყეობის გათვალისწინებით. ისინი მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ბიტკოინი აღარ არის მხოლოდ გადახდის ან ფინანსური სისტემა, ამის მაიგვრად, ის ცალკეული დამოუკიდებელი აქტივის კლასი გახდა.
ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო ბანკები რამდენიმე ხანია ბიტკოინის გამოყენებას ტესტირებას უტარებენ . ზოგიერთი თვლის, რომ ისინი ემზადებიან ბიტკოინ ETF გაშვებისთვის.
ბიტკოინის კლასიფიცირება, როგორც აქტივის, არც ისე შორია თავდაპირველი ნაკამოტოს კლასიფიცირებისგან.
თუმცა, სატოში ნაკლებად წარმოიდგენდა, რომ ბანკები ციფრული აქტივის ძირითადი მფლობელები გახდებოდნენ.
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin-ის ფასის შემცირებისას ინვესტირების სამი მიზეზი
Bitcoin-ს ბაზარი ვარდნას, აღმავლობასა და კვლავ ვარდნას განიცდის. ამჟამად კრიპტოვალუტა 5 098 აშშ დოლარად იყიდება. თუკი თქვენ თვლით, რომ Bitcoin-სა ან კრიპტოვალუტის სხვა ნაბისმიერ სახეობაში ინვესტირება გვიანია, ეს ასე არ არის. შემდეგი მიზეზების გათვალისწინებით, დრო ჯერ კიდევ არის.
2019 წელს კრიპტოვალუტას შეუძლია ტრადიციული აქტივების კლასს გადაუსწროს
ვინაიდან საფონდო და სხვა აქტივის ბაზრები დათვურ ტრენდს განიცდიან, ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს კრიპტოვალუტას შანსი აქვს საუკეთესო ზრდის განაკვეთის აქტივი გახდეს.