ბიტკოინის მაინინგისთვის კომპიუტერების გამოთვლითი სიმძლავრის გამოყენება იმაზე მეტ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე ოქროს, პლატინისა და სხვა ძვირფასი ლითონების მოპოვებას სჭირდება. ამასთან, ვალუტის პოპულარობის ზრდასთან ერთად, გამოთვლებისთვის საჭირო ენერგიის დანახარჯიც იზრდება.
მკვლევარებმა სხვადასხვა კრიპტოვალუტაში ერთი დოლარის მაინიგისთვის აუცილებელი საშუალო ელექტრომოხმარების მაჩვენებელი გამოთვალეს.
მათ აღმოაჩინეს, რომ Bitcoin-ის, Ethereum-ის, Litecoin-ისა და Monero-ს მაინინგი 17, 7, 7, 14 მეგაჯოულს საჭიროებს. შედარებისთვის, სპილენძის მოპოვებისთვის 4 მეგაჯოული, ოქროს - 5, პლატინისთვის კი - 7 არის საჭირო.
იშვიათი მიწათა ლითონების ოქსიდები, რომლებიც მობილურ ტელეფონებსა და სხვა ელექტრონიკაში გამოიყენება, საკუთარი ღირებულების ერთ დოლარზე 9 მეგაჯოულის ტოლ ენერგიის დანახარჯს საჭიროებს.
გამონაკლისს ალუმინი წარმოადგენს. ამ მეტალის 1$ ღირებულების დნობისთვის 122 მეგაჯოულს ხარჯავენ.
ასევე შეშფოთებას იწვევს გარემოზე კრიპტოვალუტების გავლენა. გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა ნაშრომები გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც “ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ამ ოთხი კრიპტოვალუტის მაინინგი 3-15 მილიონი ტონა CO2-ს გამოყოფის მიზეზი გახდა”.
კიდევ ერთი ბოლოდროინდელი კვლევა აფრთხილებს, რომ მაინინგის უზარმაზარი ფერმები ან პულები ზუსტად იგივე რაოდენობის ნახშირორჟანგს გამოიმუშავებს, რასაც ერთი წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ყველა მანქანა ერთად აღებული. მეცნიერების თქმით, ეს შესაძლოა უახლოეს 15 წელიწადში გლობალური ტემპერატურის 2°C (3.6°F)-ით მომატების მიზეზი გახდეს.
ექსპერტების ინფორმაციით, დათბობის ასეთი დონე მთელს დედამიწაზე კატასტროფული გვალვებს, წყალდიდობებსა და ქარიშხლებს გამოიწვევს.
მასალების მიხედვით dailymail.co.uk
ასევე წაიკითხეთ
მაინინგის კომპანია Giga Watt-მა გაკოტრების პროცედურის ინიცირება მოახდინა
წინა დღეებში, აშშ-ს კომპანიამ ბანკროტად გამოაცხადა თავი და აღიარა ვალების გადახდის შეუძლებობა. სასამართლო დოკუმენტაციის თანახმად კომპანია Giga Watt-ის აქტივები 50 ათას დოლარად ფასდება, ვალი კი დაახლოებით 50 მილიონ დოლარამდეა, გარდა ამისა კომპანიას 50-ზე მეტი კრედიტორი ჰყავს, რომლებიც ვალების დაბრუნებას ელოდებიან
პარაგვაი მსოფლიოში უმსხვილესი მაინინგის ფერმის მშენებლობას უჭერს მხარს
Blockchain Technology Foundation დაარსებიდან სამხრეთ კორეაში მდებარეობდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ, ფონდმა მსოფლიოში ყველაზე დიდი მაინინგის ფერმის და კრიპტოვალუტის გამცვლელი პუნქტის შექმნასთან დაკავშირებით პარაგვაის მთავრობასთან მოლაპარაკებები გამართა.