ცოტა ხნის წინ დელევერის შტატში, კომპანია OsiaNetwork-ი ფედერალურ საარჩევნო კომისიაში (FEС) კითხვით წარსდგა, არის თუ არა კანონიერი კრიპტოვალუტური მაინინგის პულები, რომლებიც სახსრებს პოლიტიკური კამპანიების მხარდასაჭერად გამოიმუშავებენ.
ზოგიერთი პოლიტიკოსი და პოლიტიკური ჯგუფი კრიპტოვალუტისადმი დიდ ინტერესს იჩენენ. Public Integrity-ის გამომცემლობის თანახმად, ცხრა ფედერალურმა კანდიდატმა და პარტიამ, ჯამში 2017-2018 წელს თითქმის $570 000 მიიღეს. ეს უზარმაზარი ნახტომია წინა წლებთან შედარებით. პოლიტიკურმა კომიტეტებმა 2016 წლის არჩევნებისთვის ციფრულ ვალუტაში დაახლოებით $25 000 მოაგროვეს, $38 000 - 2014 წლის არჩევნებისთვის.
OsiaNetwork-ის თანამშრომლებს სურთ მიაღწიონ, რომ “პოლიტიკურად მოტივირებული მაინერები” განიხილოს როგორც, პოლიტიკური მოხალისეობრივ პროგრამად და არა პოლიტიკურ ინვესტიციად."
კომპანიის წარმომადგენლების სიტყვებით, ეს მეტ წილად გამჭირვალობის საკითხია, ვინაიდან პოლიტიკური დაბანდება თითო კანდიდატზე შეზღუდულია $2700-ზე და ანგარიშებში არ აისახება. მოხალისეობრივ საქმიანობას არ აქვს შეზღუდვა, ხოლო ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია.
FEC-ის წინასწარი ანგარიშის თანახმად, კომისია განხილვას აპირებს და ამ საკითხს დეკემბრის შუა რიცხვებში განიხილავს.
წარსულში, FEC-ი კრიპტოვალუტისადმი რამდენიმე მოთხოვნას განიხილავდა, მაგრამ ბევრმა მათგანი პასუხის გარეშე დარჩა. 2014 წელს კომისიამ პოლიტიკურ კომიტეტებს ნება დართო, ბიტკოინის სახით $100-მდე მიეღოთ .
მასალების მიხედვით publicintegrity.org
ასევე წაიკითხეთ
Bitmain თავისი კლიენტების ხარჯზე ამაინინგებს
Bitmain-ის წინააღმდეგ შეტანილია სარჩელი. მას, მომხმარებლების მიერ შეძენილი Antiminer S9-ს საშუალებით, ბრალად ედება მაინინგი.
RazerSoftMiner კომპიუტერის უქმად ყოფნის დროს მაინინგისთვის იყენებს
გუშინ კომპანია Razer-მა კომპიუტერებისთვის ახალი დანართის გაშვება დააანონსა. დანართი გეიმერების უქმად მყოფი ძლიერი კომპიუტერების GPU-ს სიმძლავრეებს კრიპტოვალუტის მაინინგისთვის იყენებს.