2019 წლის იანვრიდან ნორვეგიაში მაინინგის კომპანიებისთვის ელექტროენერგიაზე შეღავათების გაუქმება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით, მონაცემთა დამუშავების შვედური ცენტრები მაინინგური კომპანიებისგან მოთხოვნების ტალღას ელოდებიან, რომელთაც საკუთარი საქმიანობის შვედეთში გადატანის სურვილი გაუჩნდებათ.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ შვედური დატა-ცენტრებით ის მაინერები დაინტერესდნენ, რომლებიც ელექტროენერგიაზე შეღავათების გაუქმების შესახებ ცნობების შემდეგ ნორვეგიას ტოვებენ. 2019 წლის იანვარში მაინერებს, რომლებიც ნორვეგიაში საქმიანობენ, ერთ კვტ.სთ-ში $0,0056-ს ნაცვლად, რასაც ისინი მანამდე შეღავათების გათვალისწინებით იხდიდნენ, $0,019-ის ექვივალენტის გადახდა მოუწევთ. ერთ კვტ.სთ-ში მონაცემთა დამუშავების შვედური ცენტრები $0,0055-ს იხდიან და ამ განაკვეთის ცვლილება არ იგეგმება.
შვედურ ქალაქ ბუდენში ამჟამად 10-მდე მაინინგური კომპანია მოქმედებს. კომპანია Boden Business Agency-ს დირექტორი, ერიკ სვენსონი პროგნოზირებს, რომ მალე მათი რიცხვი გაიზრდება, ვინაიდან კომპანიები ნორვეგიას დატოვებენ:
ეს კომპანიები სულ მალე ჩვენ თავად მოგვმართავენ, ვინაიდან არც თუ მცირე თანხებზეა საუბარი, ჩვენთან კი ფასები ნამდვილად უფრო იაფია. ეს ქალაქს დამატებით სარგებელს მოუტანს. ამჟამად ბუდენში რამდენიმე ასეული ადამიანი მუშაობს. აქტიურობასა და ქალაქში შემოსავლების მოზიდვასთან დაკავშირებით ბიზნეს-პარკ Boden-ის მშენებლობა დაიწყო, რომელშიც ასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება.
კომპანია Bitmain ერთ-ერთია, რომელზეც ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებამ შეღავათების გაუქმების შესახებ ზეგავლენა მოახდინა.
„მთავრობის პოლიტიკა ნორვეგიიდან ინდუსტრიას დევნის“ - განაცხადა კომპანია Bitmain-ის საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერმა ჯულია ჰვიდბერგმა. „ჩვენ გლობალური კომპანია ვართ და შეგვიძლია, შვედეთსა ან დანიაში გადავიდეთ, ჩვენი ნორვეგიელი პარტნიორი კი დიდ კონტრაქტს დაკარგავს“.
მასალების მიხედვით https://news.bitcoin.com
ასევე წაიკითხეთ
მაინინგის გიგანტმა BitFury-მ, პირადი განთავსების ხერხით, 80 მილიონი დოლარი მოიზიდა
კომპანია BitFury-მ დაფინანსების მომდევნო რაუნდში, სახსრების მოცულობის გაზრდით, 80 მილიონი დოლარი, 2014 წლიდან დაწყებული კამპანიის წამოწყებით 170 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა. ინვესტორებად გამოვიდნენ: მაიკ ნოვოგრაცის კომპანია Galaxy Digital-ი, Macquarie Capital-ი, Dentsu Inc.-ი, Armat Group-ი და სხვები.
RazerSoftMiner კომპიუტერის უქმად ყოფნის დროს მაინინგისთვის იყენებს
გუშინ კომპანია Razer-მა კომპიუტერებისთვის ახალი დანართის გაშვება დააანონსა. დანართი გეიმერების უქმად მყოფი ძლიერი კომპიუტერების GPU-ს სიმძლავრეებს კრიპტოვალუტის მაინინგისთვის იყენებს.