კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების ოპერატიულმა მუშაკებმა ზაპოროჟიეს რეგიონში 22 წლის ჰაკერი დააკავეს, რომელიც ქსელის მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის მოსაპოვებლად, ვირუსულ პროგრამას ავრცელებდა.
ახალგაზრდა ჰაკერმა კონფიდენციალური მონაცემების მოსაპარად რამოდენიმე ვირუსის მოდიფიცირება მოახდინა.
მოდიფიცირებული ვირუსების მეშვეობით ჰაკერი ანტივირუსულ პროგრამებს გვერდს უვლიდა და დავირუსებული კომპიუტერებიდან ელექტრონული საფულეების პაროლებს, მომხმარებლების სახელებსა და სხვა ინფორმაციას იპარავდა. დაკავების ადგილზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ოპერატიულმა მუშაკებმა მყარი დისკი აღმოაჩინეს, რომელზეც სხვადასხვა მავნებლური ვირუსი ინახებოდა.
უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 1 ნაწილის 361 სტატიის თანახმად, თაღლითის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელიც 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯერჯერობით დაუდგენელია, მოახერხა თუ არა ჰაკერმა მოპოვებული ინფორმაციით სარგებლობა. ამ მომენტისთვის სამართალდამცავები დავირუსებული მომხმარებლების ვინაობის დადგენას ცდილობენ და, შემდეგ კი, მიყენებულ ზარალს დაითვლიან.
ბოლო წლებში, კრიპტოინდუსტრია სწრაფად ვითარდება და ამიტომ თაღლითებს იზიდავს, რომლებიც „იოლი ფულის“ შოვნას ცდილობენ. კიბერქურდობების რაოდენობა ციფრული ვალუტის გავრცელებასთან პირდაპირ პროპორციულად იზრდება. აქედან გამომდინარე, სამართალდამცავებს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისა და კიბერთაღლითების თვალყურის დევნა უწევთ.
ა.წ გაზაფხულზე უკრაინის კიბერპოლიციამ ორი სტუდენტი დააკავა, რომლებიც კრიპტოვალუტის მოსაპარად ვირუსულ პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდდნენ.
ასევე წაიკითხეთ
ჰაკერმა კანადის ძირძველი მოსახლეობის ფედერაციისგან გამოსასყიდის სახით bitcoin მიიღო
ორგანიზაციამ, რომელიც კანადის მკვიდრ ტომებს წარმოადგენს, გამოსასყიდის სახით ჰაკერს 20 000 აშშ დოლარის ღირებულების bitcoin გადაუხადა, რათა მის მიერ ორგანიზაციის კუთვნილი დაშიფრული ფაილებისადმი წვდომა დაებრუნებინა.
Google Play-ში კიდევ ერთი ფიშინგური აპლიკაცია აღმოაჩინეს
გასულ კვირას კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის ლუკას სტეფანენკოს მიერ გასაჯაროვებულმა ვიდეომ, გამოააშკარავა Google Play-ზე არსებული ვირუსული აპლიკაცია, რომელიც ჩვეულებრივ საბანკო და კრიპტოვალუტურ აპლიკაციების მოხმარებლის მონაცემებს იპარავს.