ბოლო პერიოდში Tether-ის სტეიბლკოინის გარშემო სხვადასხვა სახის დავა მიმდინარეობს. ეს ციფრული სტაბილური მონეტა აშშ დოლარის ექვივალენტის სახით გამოიყენება. თეორიაში, 1 Tether-ი მიმაგრებულია 1 აშშ დოლართან. Bloomberg-ის ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ Tether-ის ანგარიშებზე მიმდინარე ბალანსი ტოლია ან აღემატება კიდეც USDT-ს, რომელიც მიმოქცევაში 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით ვრცელდება.
Tether-ის ტოკენის ღირებულება, რომელიც სტაბილური უნდა იყოს, ბოლო რამდენიმე თვე საგრძნობლად მერყეობს. გასულ თვეში კომპანია, ბირჟა Bitfinex-თან ერთად, ფასების მანიპულირების პრობლემას წააწყდა. დაახლოებით იმავე დროს, კომპანიამ საქმიანი ურთიერთობა Noble Bank-სა და ბანკ Deltec-თან გაწყვიტა, მის მერე, რაც საზოგადოებამ მათი ლიკვიდურობის შესახებ კითხვების დასმა დაიწყო.
კომპანია Bitfinex-ი, თავის მხრივ Tether-ის საბანკო პარტნიორებთან, ყოველგვარ კავშირებს გამორიცხავდა.
მრავალი ტრეიდერი იყენებდა Tether-ს იმ პერიოდში, როდესაც კრიპტოვალუტების ღირებულებამ პოზიციების ჰეჯირებისთვის დაიკლო. მეტწილად, ამის წყალობით იზრდება მისი პოპულარულობაც.
ამ დროისთვის, ბიტკოინისა დ ალტკოინების ფასების ზრდა მიმდინარეობს. უმეტესობა მათგანმა თავისი ღირებულების 20%-დან 35%-მდე მოიმატა.
ასევე წაიკითხეთ
Tether დასტაბილურდა, ოღონდ მცირე ხნით
USDT-მ ამაღამ აშშ დოლართან პარიტეტი დროებით აღადგინა. სტეიბლკოინების მხრიდან მზარდი კონკურენციის ფონზე, რომელიც კრიპტოინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეების სახელით ჩაეშვა, Tether ადრე გამოშვებული ტოკენების მასობრივი გამოსყიდვის გზით ბრძოლას განაგრძობს.
Binance სტაბილური მონეტების ერთობლივ ბაზარს ქმნის
უმსხვილესმა კრიპტოვალუტურმა ბირჟა Binance-მა, ახალი ერთიანი სტეიბლკოინების ბაზრის პლატფორმის შექმნის შესახებ, განცხადება გააკეთა. კომპანიის წარმომადგენლებმა ახალი ბაზარის შესახებ არანაირი დეტალები არ გაამხილეს, თუმცა ვიცით, რომ USDT ამ პლატფორმის ნაწილი იქნება.