„როსკომნადზორი“ (ზედამხედველობის ფედერალური სამსახური კავშირის, ინფორმაციული ტექნოლოგიების და მასობრივი კომუნიკაციების სფეროში) არასასურველ ინტერნეტ-რესურსებთან ბრძოლის გამკაცრებას გეგმავს. უწყებამ „ეფ ეს ბეს“-თან და ციფრული განვითარების სამინისტროსთან ერთად, რუსეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ ტელესაკომუნიკაციო კომპანიის ქსელიდან უკვე მოსინჯა აკრძალული საიტების დაბლოკვის ახალი სისტემა.
არასასურველი და აკრძალული ინტერნეტ რესურსების, DPI ტექნოლოგიებზე და პაკეტების ღრმა ანალიზზე დაფუძნებული დაბლოკვის სისტემა გადასახადების გადამხდელებს 20 მილიარდი რუბლი დაუჯდება.
IP-მისამართით დაბლოკვის მეთოდი არაეფექტურია და მის გამოყენებას ხშირად ნეიტრალური რესურსების დაბლოკვაც სდევს. მიმდინარე წლის გაზაფხულზე უწყებამ ინტერნეტის გარეშე 10 მილიონზე მეტი IP-მისამართი დატოვა. აკრძალული ინტერნეტ-რესურსების დაბლოკვის სურვილმა მომხმარებლები ინტერნეტ-მაღაზიების, ლიგისტიკური რესურსების, საინფორმაციო საშუალებების საიტებზე და მსხვილ მაინინგ პულზე წვდომის გარეშე დატოვა. არსებული ინსტრუმენტების ასეთმა არაეფექტურობამ ,პრაქტიკულად ნულზე დაიყვანა ბრძოლა Telegram-თან და სხვა რესურსებთან, რომლებიც „როსკომნადზორის“ სტანდარტებს არ შეესაბამებიან.
არსებული ინსტრუმენტებისგან განსხვავებით, ახალი ტექნოლოგია პროვაიდერის სრული გამავალი ტრაფიკის ანალიზზეა დაფუძნებული, სპეციალური პროგრამულ-აპარატული უზრუნველყოფის და მხოლოდ კონკრეტული რესურსებისთვის დამახასიათებელი სპეციალური განმსაზღვრელი პაკეტების გამოყენებით. DPI-ს ბაზაზე დაფუძნებული ასეთი მეთოდი საფუძვლიანად შეცვლის მიდგომას, გაზრდის წნეხს არასასურველ საიტებზე და კონკრეტული სერვისების დაბლოკვაზე.
საინფორმაციო საშუალებების განცხადებით, ტექნოლოგიამ ტესტირება ჯერ კიდევ ზაფხულში გაიარა, ნოემბერში კი ის მილიონიან ქალაქზე მოისინჯა.
უწყება ახალ ტექნოლოგიებზე დიდ იმედებს ამყარებს და უკვე ამზადებს იურიდიულ ბაზას მისი გამოყენებისთვის. შესაბამისი კანონპროექტი სახელმწიფო დუმაში 14 დეკემბერს შეიტანეს. გარდა ამისა ამჟამად განიხილება ბიუჯეტური სახსრებით საჭირო აღჭურვილობის შეძენის და მისი რუსული ინტერნეტ-პროვაიდერებისთვის გადაცემის საკითხი.
რითი უპასუხებს ამას Telegram-ი, რომლის მომხმარებელთა რიცხვიც ხელისუფლების წნეხის ფონზე დღეში 3,4 მილიონი ადამიანით გაიზარდა, ჯერ-ჯერობით უცნობია.
ასევე წაიკითხეთ
რევოლუციური ტოკენი გეიმერებს შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს
გამოჩნდა კრიპტოვალუტა, რომელსაც კომპიუტერული თამაშების მრავალმილიარდიანი სამყაროს გადატრიალება შეუძლია, გეიმერებისთვის ნამდვილი ფულის მიღების საშუალებით.
Samsung-ი ცივი შენახვის მომსახურებას შესთავაზებს
დასავლური მედიის ინფორმაციით, კომპანია Samsung კრიპტოვალუტის სერვისზე მუშაობს, რომელიც Galaxy S10-სთან ერთად ჩაეშვება.