ჩინურმა ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარების ცენტრმა (CIID) კიდევ ერთი, ახლა უკვე მეშვიდე, რეიტინგი გამოაქვეყნა.
როგორც წინად, 33 ტოკენი სამი ძირითადი მახასიათებლით ფასდება:
-ტექნოლოგიური კომპონენტი
-პრაქტიკული მნიშვნელობა
-ინოვაცია
არ არის გასაკვირი, რომ Bitcoin-მა ინოვაციური პოტენციალის უმაღლესი ქულა მიიღო. ჩინელი ექსპერტების აზრით, EOS-ს ყველაზე მაღალი ტექნოლოგიური შესაძლებობა გააჩნია, ხოლო პრაქტიკული ღირებულებით Ethereum-ი ლიდერობს.
მაისის პირველ გამოშვებაში Ethereum-მა პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა, ივნისის რეიტინგებიდან დაწყებული, EOS-ი პირველ პოზიციას არ თმობს, მას კი შეუცვლელად Ethereum-ი მოჰყვება. კრიპტოპროექტების ხუთეულში ასევე Bitshares-ი, Steem-ი და Nebulas-ი შევიდნენ.
Bitcoin-ი თავის პოზიციებს რეიტინგიდან რეიტინგამდე ცვლის, ამ თვეში მე-19 ადგილიდან 13-ზე გადაინაცვლა. BCH-ს ჰარდფორკმა შეუმჩნევლად არ ჩაიარა და ერთი პოზიციით ჩამოიწია 29-ე ადგილზე. Decred-მა სია დახურა, სადაც მან NEM-ს ადგილები გაუცვალა.
ასევე წაიკითხეთ
Litecoin-ის ხელმძღვანელი საკომისიოების 10–ჯერ შემცირებას აანონსებს
Medium-ში მოყვანილი Litecoin-ის ოფიციალური ჩანაწერის თანახმად, Litecoin-ის ქსელში საკომისიო მოსაკრებლის ღირებულება ახალ - 0.17 ვერსიაში 10-ჯერ შემცირდება. სამომავლოდ საკომისიოს საშუალო მოცულობა ერთ კილობაიტზე Ł0.0001-ი იქნება და არა Ł0.001 ერთი კილობაიტის სანაცვლოდ, როგორც ეს ეხლა არის.
Dash-ის შემქმნელები საკუთარი მონეტის სტაბილურობაში დარწმუნებულები არიან
Dash-ის შემქმნელები საკუთარი მონეტის სტაბილურობაში დარწმუნებულები არიან. Dash Core Group (DCG) -ის დეველოპერების გუნდის ცოტახნისწინდელი დუმილი დარღვეულია. DCG-ს გენერალურმა დირექტორმა რაიან ტეილორმა ვებ-გვერდ Medium-ის ბლოგის პოსტში განაცხადა, რომ Dash-ი სრულიად სტაბილურია.