პოპულარულმა კრიპტოვალუტურმა პლატფორმა Gemini-მ Bitcoin Cash (BCH)-ის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. კრიპტო-გიგანტმა ახლახანს Cboe Global Markets Inc.-თან დაამყარა პარტნიორული ურთიერთობები, რათა Bitcoin-ზე ფიუჩერსებს მიწოდება უზრუნველყოს.
8 დეკემბრის 9:30 საათიდან ანგარიშებზე BCH-ის შეტანა დაიწყო. ვაჭრობა ორშაბათს 10 დეკემბერს აღმოსავლური დროით 13:00-ზე დაიწყება. Bitcoin Cash (BCH) - მეხუთე ციფრული აქტივია, რომელიც Gemini-ზე არის წარმოდგენილი და Bitcoin, Ethereum, Litecoin და Zcash-ს აერთიანებს. ბირჟა ახალი წყვილებით ვაჭრობას გვთავაზობს:
BCH/USD
BCH/BTC
BCH/ETH
LTC/BCH
ZEC/BCH
ბირჟის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ბირჟა მხოლოდ Bitcoin ABC-ს ქსელს უცხადებს მხარდაჭერას“, რომელიც პლატფორმაზე აღნიშნულია, როგორც „Bitcoin-ის ფულადი სახსრები ტიკერით: BCH.“
გარდა ამისა, „ბირჟამ პლატფორმა Gemini-დან BCH-ის გატანის ოპერაციებისგან თავიდან ასაცილებლად დაცვა დააყენა და ტრანზაქციები მხოლოდ Bitcoin ABC-ს ბლოკჩეინზე აამოქმედა“. აღნიშნული ქმედებები გარკვეულ პრობლემებს უქმნის SV-ს გუნდს, რადგან BCH-ი Gemini-ს მკაცრად რეგულირებად პლატფორმაზე მხოლოდ მე-5 მონეტაა. გარდა ამისა, ბირჟა გვაფრთხილებს, რომ, ნებისმიერი ტოკენი, რომელიც მხარდაჭერის გარეშე იქნება Gemini-ს მისამართზე გამოგზავნილი, მომენტალურად დაიკარგება.
ბირჟა Gemini Bitcoin SV-ს სიტუაციის ანალიზს აგრძელებს და, უახლოეს პერიოდში, მისი მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.
Bitcoin SV და Bitcoin ABC - ორი განცალკევებული ქსელია, რომლებმაც ჰარდფორკის შესმდეგ, Bitcoin Cash-ის სახელის სარგებლობის გამო, ერთმანეთს ომი გამოუცხადეს. აღნიშნული დაპირისპირება მას შემდეგ დასრულდა, როდესაც Bitcoin SV-ს სპონსორმა და მილიარდერმა კელვინ ეირმა განაცხადა, რომ დასახელებაზე Bitcoin Cash უარს აცხადებს.
ასევე წაიკითხეთ
ჯასტინ სანი: Ethereum-ი TRON-ს ვერასდროს დაეწევა
დეცენტრალიზირებულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ და კონტენტის შექმნაზე, შემოთავაზებაზე და გადაცემაზე ორიენტირებულმა ცნობილმა ბლოკჩეინ პლატფორმამ TRON Foundation-ი 1 მილიონი ყოველდღიური ტრანზაქციების ზღვარი გადალახა და Ethereum-ის რეკორდი გააუმჯობესა.
ბიტკოინმა ჩინურ კრიპტოვალუტების რეიტინგში პოზიცია შეიცვალა
ჩინურმა ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარების ცენტრმა (CIID) კიდევ ერთი, ახლა უკვე მეშვიდე, რეიტინგი გამოაქვეყნა.