Stellar Guard-მა გადაწყვიტა პუბლიკაციების სერიის გამოქვეყნება, რომლებშიც თაღლითურ სქემებს გამოააშკარავებს. პირველი ასეთი მასალა Stellar Activity-ს ჰარდფორკს ეხება, რომელიც 9 დეკემბერს იყო დაგეგმილი და რომელიც მორიგჯერ გადაიდო.
გახმაურებული და არნახული სიუხვის Stellar-ის airdrop-ი კრიპტოვალუტის დარიგების ისტორიაში ყველანაირი რეკორდი მოხსნა და $125 მილიონი ტოკენი Stellar-ი შეადგინა. ამ მოველნამ სკამერების აქტივაცია გამოიწვია, რომლებიც აქტივის პოპურალურობის ზრდის ხარჯზე გამდიდრება გადაწყვიტეს.
StellarGuard-ის ოფიციალური ვერსიის თანახმად, Stellar-ის ქსელის დაანონსებული ჰარდფორკი სახელწოდებით Stellar Activity (XLA) დაუფარავი თაღლითობაა. ეს ფორკი, Lightning Network-ის და სხვა უმნიშვნელო განახლების ხარჯზე, Stellar-ის გაუმჯობესებას გვპირდება.
კრიპტოგრაფიკული პროექტისთვის ყველაფერი სტანდარტულად დაიწყო: ფორკის შესახებ ინფორმაცია bitcointalk.org-ის ფორუმებზე განთავსდა და მოსალოდნელი აჟიოტაჟის კონკრეტული თარიღიც დაითქვა, შემდგომ კი, სოციალურ ქსელებში მარკეტინგული სტრატეგიის განხორციელება დაიწყო.
მაგრამ, დეტალური დათვალიერებისას, თაღლითური სქემის სამი ნიშნის ამოცნობა არის შესაძლებელი:
1. ბაუნტი-პროგრამა, რომელიც მომხმარებლებს ანაზღაურებას ჰპირდება, თუ ისინი Stellar Activity-ს შესახებ სოციალურ ქსელებში, მათ შორის Twitter, Facebook და Instagram-ზე, გაავრცელებენ ინფორმაციას.
2. ტოკენების გაცვლის სპეციალური პირობები. პირობები ასეთია - 1:2, ჰარდფორკის შემდეგ ერთი XLM-ს სანაცვლოდ ორ ახალ XLA-ს გთავაზობენ. თუ ვინმეს ახალი აქტივის მიღება ახლავე სურს, შეუძლია თავისი XLM გამოქვეყნებულ ფეიკურ მისამართზე გადარიცხოს და შემდგომ 30 ახალი XLA მიიღოს.
3. და ბოლო, მაგრამ ყველაზე საყურადღებო პირობა - „Stellar Activity-ს ოფიციალური საფულე“, რომელიც სკამერებმა შექმნეს და რომელზეც ძველ მონეტებს არიცხინებენ მომხმარებლებს. ამავდროულად, მომხმარებლებს საიდუმლო გასაღების შეყვანას სთხოვენ, რათა მათ ფეიკური ვალუტა XLA მიიღონ. ყველა გამოცდილმა კრიპტო-მომხმარებელმა კარგად იცის, რომ პრივატული გასაღები საფულესადმი წვდომას ხსნის და მისი გაზიარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, უნებლიედ XLM-თან დაკავშირებული სხვა თაღლითური პროექტებიც გვახსენდება, მაგალითად StellarShade და Stellar Dolphin და ერთსა და იგივე ორგანიზატორებზეც გვაფიქრებს.
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen-ისა და Litecoin-ის ანალიზი 31.10.2018-სთვის
ვაჭრობის დაბალი მოცულობისას წყვილების დინამიკა ვიწრო გვერდულაში კონსოლიდირებას გამოიწვევს. ბაზრის გამოცოცხლების შემთხვევაში დაკლება შესაძლოა აღდგეს.
ბიტკოინმა ჩინურ კრიპტოვალუტების რეიტინგში პოზიცია შეიცვალა
ჩინურმა ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარების ცენტრმა (CIID) კიდევ ერთი, ახლა უკვე მეშვიდე, რეიტინგი გამოაქვეყნა.