უმეტესობა ალტკოინების კონსოლიდაცია შევიწროვებად დიაპაზონში მიმდინარეობს. ვვარაუდობთ, რომ მსგავსი ტენდეცია დღესაც შენარჩუნდება.
BCH/USD
Bitcoin Cash-ი გუშინ ყვითელი დერეფნის ქვედა საზღვართან დაკონსოლირდა. დღეს დერეფანში მოძრაობა გაგრძელდება და საშუალო სრიალა EMA55-მდე აღდგება.
EOS/USD
გუშინ EOS/USD გვერდულა დიაპაზონში აგრძელებდა მოძრაობას, მაგრამ იმის გამო, რომ რხევის ამპლიტუდამ შემცირება შეწყვიტა, EOS-ის ფასმა მწვანე სამკუთხედის ქვედა საზღვარი გადალახა. თუმცა, ეს ჯერ არ ნიშნავს, იმას რომ წყვილი გვერდულიდან გამოვიდა. უბრალოდ გვერდულა დერეფანმა შევიწროვება შეწყვიტა.5.37USD მინიმუმის შემდეგ წერტილში წყვილი აღდგენას 5.509USD ფიბონაჩის ნულოვან დონესთან დაიწყებს, ამგვარად განაგრძობს ფლეტს.
XLM/USD
Stellar Lumen-ის ფასი გუშინდელი დღის განმავლობაში მხარდაჭერისკენ იკლებდა, მაგრამ იასამნისფერი დერეფნის ქვედა საზღვრის შემოწმება მხოლოდ დღეს ღამე მოახერხა. დილით, 0.238USD დონიდან ასხლტდა და აღდგენა დაიწყო. ვაჭრობის მოცულობა საშუალოზე ნაკლებია, ამიტომ ვთვლით რომ ფასი ვიწრო დიაპაზონში დაიწყებს მოძრაობას იასამნისფერი დიაპაზონის ზედა საზღვრის თავზე.
LTC/USD
ფიბონაჩის დონის 23.6% (52.32 USD) წინააღმდეგობა LItecoin-ის ფასმა გუშინ ვერაფრით ვერ დაძლია. დღეს დილით წყვილმა მართლაც განასახიერა გვერდულა დიაპაზონის შევიწროვება, 51.54 USD ლოკალურ მინიმუმზე შემობრუნდა და ეხლა ისევ ცდილობს ფიბონაჩის 23.6%-ის გადალახვას. ვვარაუდობთ, მცდელობა ამჯერადაც წარუმატებელი იქნება.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD и ETH/USD ანალიზი 16.11.2018-სთვის
კრიპტობაზარი, რომელიც საინვესტიციო ინსტრუმენტია, გლობალური ფინანსური სისტემის განუყოფელი ნაწილი გახდა. როგორც ჩანს, ფინანსური ბაზრის ტენდენციები ნეგატიურ ზეგავლენას სულ უფრო მეტად ახდენს ახალგაზრდა კრიპტოვალუტურ ბაზარზე
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 13.12.2018-სთვის
რა მომენტამდე შენარჩუნდება ფასის აღდგენა მიზნობრივი წინააღმდეგობის დონეებთან და რა არის დაუნ-ტრენდის გაგრძელების ნიშანი? შევეცდებით გავარკვიოთ დღევანდელ მიმოხილვაში.