ვაჭრობის დაბალი მოცულობისას წყვილების დინამიკა ვიწრო გვერდულაში კონსოლიდირებას გამოიწვევს. ბაზრის გამოცოცხლების შემთხვევაში დაკლება შესაძლოა აღდგეს.
BCH/USD
აბსოლუტური მინიმუმის განახლებით, წყვილმა გუშინ 421.53 USD წერტილში მაქსიმუმამდე აღდგენა არც თუ ისე ცუდად მოახერხა. ამჟამად, ნამდვილი მოცულობების არარსებობის პირობებში, Bitcoin Cash-ის ფასი გუშინდელი მაქსიმუმის ოდნავ ქვევით არსებულ მიდამოებში კონსოლიდირდება. როგორც ჩანს, მცირე მოცულობის პირობებშიც კი, წყვილი 423.00 USD ნიშნულამდე აღდგენას განაგრძობს, თუმცა მალე შემცირება 400.00 USD-ს დონემდე შეიძლება გაგრძელდეს.
EOS/USD

გუშინდელი 5.185 USD-ს მაქსიმუმამდე აღდგენის შემდეგ წყვილი თანდათანობით კონსოლიდაციაში გადავიდა. ხუთდოლარიან ზღვრამდე დაკლება ზუსტად იმ დროით გადავადდება, რომელსაც, მოცულობების არარსებობის პირობებში, EOS გვერდულა დიაპაზონში გაატარებს. როგორც კი ბაზრის აქტიურობა მოიმატებს, ფასი ვარდნას განაგრძობს
XLM/USD
Stellar Lumen-ის ფასი გუშინ 0.224 USD მზარდაჭერის თავზე კონსოლიდირდა, რომელიც იასამნისფერი დერეფნის შიგნითაა და წყვილს 0.209 USD-ს დონეზე რე-ტესტისგან იცავს. მალე ეს მხარდაჭერა გაირღვევა და ფასი გვერდულა დიაპაზონის ქვედა ზღვარს სიმტკიცეზე გამოსცდის.
LTC/USD
გუშინ წყვილი გვერდულა დიაპაზონში 50.00 USD-ს დონესთან შეყოვდნა. მაქსიმუმი 49.22 USD-ს წერტილში იყო. ამაჟამად წყვილმა ფიბონაჩის ნულოვან დონე 47.05 USD-მდე ვარდნა განაახლა. ვვარაუდობთ, რომ Litecoin-ის ფასი ამ მიზნობრივ დონესაც გატესტავს.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 19.12.2018-სთვის
ღამის ხარული იმპულსი შეიძლება ღრმა უკუსვლით დამთავრდეს. შესაძლებელია თუ არა ზრდის გაგრძელება ამგვარი დაღმასვლის შემდეგ?
Bitcoin Cash, Stellar Lumen, EOS და Litecoin ანალიზი 23.11.2018-სთვის
დღეს ფასი გუშინდელი კონსოლიდაციიდან გამოვიდა და რამოდენიმე ალტკოინმა მინიმუმის განახლებაც კი მოასწრო. მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ კორექტირების შემდეგ ფასები გვერდულ ტრენდს გააგრძელებენ.