ვთვლით, რომ წლის მინიმუმების კორექცია დასრულდა. ფასის შემცირების ახალი ტალღა გველის.
XLM/USD
წლიური მინიმუმის შემდეგ, 0.136 USD წერტილში, წყვილის კორექცია წინა პარასკევს 0.176 USD-ს ნიშნულზე დასრულდა. საშუალო მცოცავი EMA55-მა XLM-ს ფასი გვერდულში შემოაბრუნა და უქმეებზე Stellar Lumen-ი $0.155 - $0.170 დიაპაზონში მერყეობდა. ვვარაუდობთ, რომ დათვები დღეს ფასს გვერდულა დერეფნის ქვედა საზღვრის გარეთ ფასის გაწევას შეძლებენ და კვირის დასაწყისისთვის 0.140 USD მხარდაჭერის შესაძლო რე-ტესტს დაველოდებით. აღვნიშნავთ, რომ გვერდულში კონსოლიდაციის წყალობით, Stellar Lumen-ი კვლავ მეოთხე ადგილზეა რეიტინგში და CoinMarketCap-ის საერთო კაპიტალიზაციის მიხედვით, იგი Bitcoin Cash-ს $70 მილიონით უსწრებს
BCH/USD
როგორც მოსალოდნელი იყო Bitcoin Cash-ის ფასმა უქმეებზე, 150.00 USD მხარდაჭერისკენ მიახლოვებით, გვერდულში გაატარა. სავარაუდოდ, დღეს მოსალოდნელია ამ დონის მხარდაჭერის რე-ტესტი და აბსოლუტური მინიმუმის 140.00 USD ნიშნულამდე განახლება. BCH-ის კაპიტალიზაცია შეიძლება კრიტიკულ მოცულობამდე შემცირდეს, როდესაც იგი დაკავებულ მეხუთე პოზიციას დაკარგავს და მომდევნო პოზიციაზე დაიწევს, სადაც EOS-ს ადგილს გაუცვლის.
EOS/USD
EOS-ის კაპიტალიზაცია ამ ეტაპზე $2.5 მილიარდს შეადგენს და თანდათან მცირდება. წყვილმა ერთ-ერთმა პირველმა განაახლა მინიმუმი, რომელიც ალტკოინებმა 27 ნოემბრის ვარდნის დროს დააფიქსირეს. წინა პარასკევს ფასი 2.807 USD-ს აღწევდა, დღეს კი ახლოსაა ეს მინიმალური ღირებულებაც დაძლიოს, თუ გვერდულის დიაპაზონს არ შეავიწროებს. შემცირების მიზნობრივი დონე შეიძლება 2.700 USD არეალში მდებარეობდეს.
LTC/USD
კვირას Litecoin ფიბონაჩის 23.6$ (33.43 USD) დონეზე კონსოლიდირდა. დილით საშუალო ფასების მხარდაჭერა გახვრიტა და დაუნ-ტრენდის ვარდისფერი დერეფნის ზედა საზღვართან დაეშვა მთლიანად. დათვებმა შეძლეს, წითელი საზღვრის გახვრეტა, მაგრამ შემცირების დიაპაზონის საზღვრებში დაბრუნება ჯერ ვერ ხერხდება. ვვარაუდობთ, რომ ახლო მომავალში საკვანძო მხარდაჭერის 30.00 USD-ს რე-ტესტი მოხდება.
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin-ის დინამიკის ანალიზი შექმნიდან მხარდაჭერის არსებულ საფასო დონემდე
ჩვენს მიმოხილვაში Bitcoin-ის ფასების მოძრაობის უფრო დეტალურად განხილვა გვსურს, მისი შექმნის მომენტიდან იმ მხარდაჭერის დონემდე, რომელიც ახლა BTC-ს 2018 წლის მინიმუმამდე შემცირებისგან აკავებს.
ADA-ს და IOT-ის ანალიზი 14.11.2018-სთვის
ფონდ Cardano-ს თავმჯდომარემ მაიკ პარსონმა, თავისი თანამდებობა მას მერე დატოვა, რაც ჩარლზ ჰოსკისონმა და გენერალურმა დირექტორმა ემურგო კენ კოდამამ, თავიანთი იმედგაცრუება გამოთქვეს, ქსელის დაბალი წარმადობისა და ძალაუფლების ცენტრალიზაციის მცდელობის შესახებ.