დღეს დილით, დათვურმა იმპულსმა ფასები ახალ მინიმუმამდე ჩაზნიქა. ფასის აღდგენა შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს და მალევე დაკლება განახლდეს.
XLM/USD
Stellar Lumen-ის ფასმა, დაუნ-ტრენდის ვარდისფერ დერეფანში დაკლებისას, 0.140 USD-ის მხარდაჭერის დონე გახვრიტა. მინიმალური ღირებულება დაფიქსირდა 0.126 USD ნიშნულზე. დილის კლების კორექცია ისევ იმ 0.140 USD-ის ნიშნულით არის შეზღუდული. დამატებით წინააღმდეგობით შემცირების ვარდისფერი დიაპაზონის ზედა საზღვარი გამოვა.
BCH/USD
დღევანდელი BCH-ს ფასის კლება ახალი აბსოლუტური მინიმუმით 118.00 USD წერტილში დასრულდა. თუ სხვა ალტკოინებში მიმდებარე წინააღმდეგობის დონესთან ფასის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, მაშინ BItcoin Cash ABC კორექციაში მომაკვდინებელი გედით შევა და 120.00 USD მიდამოში იმოძრავებს გვერდული მიმართულებით. ვვარაუდობთ, რომ დღეს 100.00 USD-ის მიზნობრივი ნიშნულისკენ შემცირება გაგრძელდება.
EOS/USD
დღეს ფასმა წლიური მინიმუმის განახლება $2.116 წერტილამდე უკვე მოასწრო. აღდგენა ძალიან სუსტად და არადამაჯერებლად მიმდინარეობს და მეტად ჰგავს გვერდულ დიაპაზონში კონსოლიდაციას. მეტად სავარაუდოა, რომ კორექცია წინამორბედი მინიმუმით, 2.300 USD-ით შეიზღუდება. შემცირების გაგრძელება შესაძლებელია ორვდოლარიან დონემდე.
LTC/USD
განხილული 4 წყვილიდან ერთადერთი, რომელმაც წლიური მინიმუმი არ განაახლა - ეს არის LTC/USD. ლოკალური დღის მინიმუმი 27.55 USD წერტილში დაფიქსირდა.
თუმცა, LTC-ს ფასმა დაუნ-ტრენდის ზედა საზღვრის გახვრეტა შეძლო და საკვანძო მხარდაჭერამდე მთლიანად აღდგა - 30 USD ლაითკოინის სანაცვლოდ. როგორც ჩანს, დღეს 30.00 USD-ს წინააღმდეგობის გადალახვა მყიდველებისთვის ძნელი იქნება. მეტად მოსალოდნელია, რომ Litecoin-ი დღის დასასრულამდე ვარდისფერ დერეფანში დაბრუნდება და გაემართება 0% ფიბონაჩის (26.31 USD) მიზნობრივი ნიშნულისკენ.
ასევე წაიკითხეთ
TRX-ისა და ADA-ს ანალიზი 07.11.2018
უმეტესობა ალტკოინების მსგავსად, ADA/USD ძირითადი წინააღმდეგობების დონეებს ზევით ვაჭრობს. ჩვენი ვარაუდით, ალტკოინების უმეტესობის ფასი ამ კვირის მანძილეზე ზრდას განაგრძობს.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD и ETH/USD ანალიზი 16.11.2018-სთვის
კრიპტობაზარი, რომელიც საინვესტიციო ინსტრუმენტია, გლობალური ფინანსური სისტემის განუყოფელი ნაწილი გახდა. როგორც ჩანს, ფინანსური ბაზრის ტენდენციები ნეგატიურ ზეგავლენას სულ უფრო მეტად ახდენს ახალგაზრდა კრიპტოვალუტურ ბაზარზე

