გასული კვირის დასასრულს კორექციული აღდგენის პროცესის მომსწრენი გავხდით. შეძლებენ თუ არა ფასები კვირის დასაწყისისთვის მიზნობრივ დონის მიღწევას.
BTC/USDუქმეებზე ფასის კონსოლიდაცია, გვერდულა დიაპაზონში, 3210.00 USD წერტილში დამყარებული, ბოლოდროინდელ მინიმუმისა და ფიბონაჩის ნულოვანი დონის (3474.73 USD) შორის. მიმდინარე სავაჭრო კვირის დასაწყისისთვის ჩვენ BTC-ის ფასის აღდგენის ხილვის შესაძლებობა ველოდეთ. დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირვებია. ჯერ კიდევ კვირის დასასრულისთვის, წყვილმა ფიბონაჩის ნულოვანი დონე გაარღვია და პირველად გავიდა დაუნ-ტრენდის ვარდისფერი დიაპაზონის საზღვრებს გარეთ. მაქსიმუმი 3633.20 USD ნიშნულზე დამყარდა. მაგრამ, ფიბონაჩის ნულოვანი დონის რე-ტესტის შემდეგ, აღდგენა შეიძლება 3750.00 USD წინააღმდეგობამდე განვითარდეს
XRP/USDშაბათ-კვირას Ripple $0.290 - $0.310-ის დიაპაზონში შენარჩუნდა, ამავდროულად ფასის კონცენტრირება 0.300 USD-ზე შეძლო. დღეს 0.330 USD წინააღმდეგობის რე-ტესტია შესაძლებელი, შემდგომი 0.300 USD მხარდაჭერასთან დაწევის ალბათობით.
ETH/USDკვირის დასაწყისში 107.00 USD დონის რე-ტესტია მოსალოდნელი. თუმცა ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ETH-ს ფასი იოლად გადალახავს ფიბონაჩის ნულოვანი დონის წინააღმდეგობას. თუ მყიდველები ფასს, მოცულობებით, 98.11 USD მიდამოში გაამაგრებენ, მაშინ ეთერეუმი თავის მიზნობრივ ნიშნულს მიაღწევს. ახლა კი წყვილის კორექცია, 109 USD-ს მაქსიმუმის შემდეგ საკმაოდ სუსტად გამოიყურება და საშუალო მცოცავი EMA55-ს რე-ტესტის შემდეგ დასრულდება.
* ყველა ფასის მოცემულობა ბირჟა Bitstamp-ის მონაცემებზე დაყრდნობით
ასევე წაიკითხეთ
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin ანაილიზი 11.12.2018-სთვის
იქნება თუ არა ალტკოინების ბაზარზე დამაგვირგვინებელი აკორდი ? შეძლებს თუ არა დღეს ფასი აღდგენის მიზნების მიღწევას?
Bitcoin Cash, Stellar Lumen, EOS და Litecoin ანალიზი 23.11.2018-სთვის
დღეს ფასი გუშინდელი კონსოლიდაციიდან გამოვიდა და რამოდენიმე ალტკოინმა მინიმუმის განახლებაც კი მოასწრო. მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ კორექტირების შემდეგ ფასები გვერდულ ტრენდს გააგრძელებენ.