ოჰაიო აშშ-ს პირველი შტატი გახდება, რომელიც ამიერიდან ოფიციალურად გადასახადებს ბიტკოინებში მიიღებს. უკვე ხვალიდან საიტზე OhioCrypto.com რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქეებს შტატის საგადასახადო სამსახურთან ანგარიშსწორებისას ბიტკოინების გამოყენების საშუალება ექნებათ.
ხაზინის კანცელარიის გადაწყვეტილებით, BitPay საგადასახადო პროცესორის ინტეგრირებით, სახაზინოში გადასახადის სახით გაგზავნილი ბიტკოინის კონვერტირება აშშ დოლარებში მოხდება.
ვებ-საიტზე OhioCrypto.com რეგისტრაციის შემდეგ, რიგით მოქალაქეებს და მეწარმეებს გადასახადების გადახდის პროცედურის გავლისთვის სპეციალურ ველებში უნდა მიუთითონ საგადასახადო სარეგისტრაციო ნომერი, გადასახადის მოცულობა და საგადასახადო პერიოდის რიცხვი. ამის შემდეგ მომხმარებლის კრიპტო- საფულიდან თანხის გადარიცხვა ავტომატურად მოხდება. საიტზე მოცემულია 23 სხვადასხვა სახის გადასახადი (დაწყებული თამბაქოს აქციზიდან და დამთავრებული მოგების გადასახადით), რომლის დაფარვაც ბიტკოინით შეიძლება.
საიტზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, მისი გამოყენება ოჰაიოს შტატის გარეთ რეგისტრირებულ კომპანიებსაც შეუძლიათ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი საქმიანობას შტატის შიგნით ეწევიან. ამჟამად ბიტკოინი ერთადერთი კრიპტოვალუტაა, რომლის გამოყენებაც გადასახადების გადაფარვისთვის შეიძლება. თუმცა უახლოეს მომავალში ოჰაიოს შტატის ხაზინა გამოყენებადი ციფრული ვალუტების სიის გაფართოებას აპირებს.
რა თქმა უნდა ოჰაიოს ინიციატივა ვალუტას იურიდიულ სტატუსს არ აძლევს, თუმცა ეს ბიტკოინის ღია მხარდაჭერაა, რომელსაც ის დიდი ხნის განმავლობაში ელოდა.
საგულისხმოა, რომ ოჰაიოს შტატის მთავარი ხაზინდარი ჯოშ მანდელი, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიების და ციფრული აქტივების მომხრეა, კრიპტოვალუტის მიღების წინადადებით არაერთხელ გამოსულა.
მისი აზრით, ციფრული აქტივების შესაძლებლობების სწორი შეფასება, მარეგულირებელ ორგანოებს მათ მიმართ არსებული ნეგატიური დამოკიდებულების გადახედვაში დაეხმარება.
ასევე წაიკითხეთ
ამიერიდან აშშ-ში 100 ათასი ბანკომატი უკვე ბიტკოინს ყიდის
აშშ-ში ჩვეულებრივი ბანკომატებიდან ბიტკოინების შეძენა უკვე შესაძლებელი გახდა. ახალი სერვისი Genmega-ს და LibertyX-ის პარტნიორობით გახდა ხელმისაწვდომი. შედეგად, Genmega-ს ტიპის ბანკომატებში ნებისმიერ მსურველს სადებეტო პლასტიკური ბარათის გამოყენებით ბიტკოინების შეძენა შეეძლება.
ველოსიპედების გაქირავება კრიპტოვალუტური მიკროგადახდების სისტემით LN
ხელის მარტივი მოძრაობა ჩვეულებრივ 28-დუიმიან სიჩქარეებიანი ველოსიპედს, YOSE Power-ის (Ebay) კონვერსიულ ელექტრონულ ველოსიპედად აქცევს, რომლის გამოყენებაც Lightning Network-ის ქსელში ტრანზაქციების შესრულების შემდეგ შეიძლება.