მსხვილი კანადური კომპანია ორდონიანი ქსელების, რომლებიც ქსელში და პროტოკოლებში სულ უფრო ფართოდ გამოიყენება, საკუთრების წილის დამტკიცებით (Proof of Stake), მასტერ-ნოდებს გააკონტროლებს.
ვანკუვერში მდებარე კომპანია Global Blockchain Mining, რომელიც კრიპტომაინინგისთვის გამომთვლელი სიმძლავრის უდიდეს მოცულობას მართავს, მთავარი/სერვისული კვანძების მუშაობას უზრუნველყოფს. ბლოკჩეინებთან მუშაობის გამოცდილების გამოყენებით, კომპანია კლიენტებს შემუშავების, მართვის და საკონსულტაციო მომსახურეობის გაწევას სთავაზობს. გარდა ამისა, კომპანია მონაცემთა დამუშავების ცენტრის გახსნას გეგმავს, რათა ხელოვნური ინტელექტისთვის აპლიკაციების გამომთვლელი სიმძლავრით უზრუნველყოს.
„კომპანია Global Blockchain Mining-ის ფასეულობა, როგორც ბიზნესი, ინფრასტრუქტურაში ინვესტირებით მოიაზრება და არა აქტივების სპეკულირებით“ - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შიდან გურანმა.
რამოდენიმე კრიპტოვალუტური ქსელისთვის (მაგალითად PACcoin ან DASH) მასტერ-ნოდი მმართველ ცენტრს წარმოადგენს. ოპერატორებმა მთავარი ქსელით სარგებლობისთვის გირაო უნდა წარადგინონ, რომელიც, თაღლითობის შემთხვევაში, ჩამოერთმევათ.
მასალების მიხედვით proactiveinvestors.co.uk
ასევე წაიკითხეთ
ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?
ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.
SWIFT-ი ბლოკჩეინზე ახალ სისტემას ტესტავს
ბლოკჩეინზე ბანკთაშორისი ფინანსური სისტემა SWIFT-ის ახალი საპილოტე ვერსია ამოქმედდა. ის მოძველებული სისტემების ხარვეზების და შეცდომების გამო გადახდებში არსებული შეფერხებების აღმოფხვრისათვის არის გამიზნული.

