თუ ტესტირება წარმატებით დასრულდა, სამხრეთ კორეაში ბლოკჩეინ-არჩევნების ქლაუდ სისტემა გაეშვება. The Korea Times-ის ინფორმაციით, სისტემის შექმნის პროცესი დეკემბერში დასრულდება. ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ და ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მეცნიერების სამინისტრომ უსაფრთხო ონლაინ ხმის მიცემის სისტემა ერთობლივად შექმნეს.
ხმების გაყალბების თავიდან აცილების გარდა, მოისაზრება, რომ ბლოკჩეინ არჩევნები კანდიდატებსა და ამომრჩევლებს მონაცემებისადმი წვდომის საშუალებას მიცემს. ტესტირების შემდეგ, დადებითი შედეგის შემთხვევაში, სამინისტრო და საარჩევნო კომისია სისტემის, სახელწოდებით K-Voting, ინტეგრირებას მოახდენს. აღნიშნული სისტემის გამოყენება ყველა ტიპის არჩევნებში იგეგემება.
2017 წლის მარტში სამხრეთ კორეამ არჩევნებში ბლოკჩეინ სისტემა ერთხელ უკვე გამოიყენა. პროვინცია კიონგიდოში მოსახლეობამ გადაწყვიტა, თუ რომელ მუნიციპალურ პროექტებზე გამოიყოს საბიუჯეტო თანხები. არჩევნებში დაახლოებით 9000 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
მაშინვე ეს სისტემა ჩინოვნიკების მხრიდან რევოლუციურად შეფასდა და მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოყენება უწინასწარმეტყველეს.
გარდა ამისა, ბლოკჩეინ ხმის მიცემა აპრილში აშშ-ს შტატ ვირჯინიაშიც გამოიყენეს. ონლაინ ხმის მიცემა საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებისთვის იყო განკუთვნილი.
თუმცა, ამ სისტემას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ისინი თვლიან, რომ ონლაინ ხმის მიცემის დროს ამომრჩევლის მოსყიდვა უფრო მარტივია. საარჩევნო ჯიხურებში კი უფრო მარტივად არის საქმე, რადგან მხოლოდ ამომრჩეველმა იცის, თუ რომელ კანდიდატს უჭერს მხარს.
მასალების მიხედვით ccn.com
ასევე წაიკითხეთ
NEO-მ ახალი სატესტო სერვერი nOS გაუშვა
გაშვება აპლიკაციის შემქმენელებს საკუთარი NEO dApp-ის პლატფორმაზე ატვირთვის საშუალებას მისცემს. ქსელ NEO-ს თავისთავად დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან მუშაობა შეუძლია, თუმცა nOS ამ შესაძლებლობებს აფართოვებს. nOS-ის ძირითად სამომხმარებლო ფუნქციას dApp (dApp Gateway)-სთვის განკუთვნილი რაბი წარმოადგენს, რომელიც აპლიკაციების მაღაზიის მსგავსად ფუნქციონირებს.
ყაზახეთი: ბლოკჩეინი უძრავი ქონების სფეროში თაღლითობას ამოძირკვავს
blockchain ტექნოლოგია შეიძლება ქმედითი და ეფექტური ინსტრუმენტი გახდეს უძრავი ქონებისა და მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის უფლებების გაყალბებასთან ბრძოლაში.