ბირჟა Kraken-მა პირველმა შეთავაზა ამერიკელ ტრეიდერებს ტოკენ Tezos-ით გაეხორციელებინათ ოპერაციები.
გუშინ საღამოს ბირჟაზე ვაჭრობა დაიწყო. აქამდე ტოკენი Tezos -ი მხოლოდ რამოდენიმე პატარა ბირჟის ჩამონათვალში შედიოდა, თუ არ ჩავთვლით Bitfinex ბირჟას, რომელიც მიუწვდომელია აშშ-ს მოქალაქეებისათვის. ასევე Tezos -ი კოტირდება ბირჟა HitBTC, თუმცა ამ ბირჟის ლეგეტიმურობა ეჭვის ქვეშ არის. ამასთანავე Tezos მხოლოდ დავალიანების დასაფარად გამოიყენებოდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ტოკენ Tezos-ს ვერ შეინახავდით და ვერ მოხსნიდით საფულიდან.
დღე-ღამის განმავლობაში ბირჟა Kraken-ის ვაჭრობის მოცულობა თითქმის 130 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
მიუხედევად იმისა, რომ ბირჟის ხელმძღვანელობა ხშირად შედის ამერიკულ რეგულაციებთან კონფლიქტში, ის მაინც ცდილობს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ასევე ცდილობს KYC-ის პროცედურების მიმდევარი იყოს, როგორც ამას აშშ-ი არის მიღებული.
მსოფლიოში Tezos-ი მე-17 ადგილს იკავებს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 880 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სტატიის დაწერის პერიოდისთვის ტოკენის ღირებულება 1,48 აშშ დოლარს შეადგენდა.
ამ წელს ტოკენმა Tezos საზოგადოების გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან კომპანია Tezos Foundation-მა 2017 წელს ორი კვირის განმავლობაში ჩაატარეს ICO, ხოლო ინვესტორებს ტოკენებს ერთი წლის განმავლობაში ვერ აწვდიდა. ამასთან დაკავშირებით პროექტის წინააღმდეგ სასამართლოში 4 სარჩელი იქნა შეტანილი, რომლებიც დაგვიანებებთან და დაურეგისტრირებელი ფასიანი ქაღალადებით ვაჭრობასთან იყო დაკავშირებული.
ყველაფრის მიუხედავად, პროექტი Tezos -ს დიდი პოტენციალი გააჩნია. მისი ქსელში გაშვება 17 სექტემბერს მოხდა, თავად პროექტი კი - ინტელექტუალური კონტრაქტორების ეკოსისტემას წარმოადგენს, რომელიც დეცენტრალიზირებული App-თვის იყო შექმნილი. ქსელ Tezos-ში წილის დამტკიცების განსაკუთრებული სახეობაა შექმნილი, რომელიც სპეციალურად იყო შექმნილი ცვლილებების შეტანის საშუალებით. კონსენსუსის მექანიზმი ქსელის ყველა მონაწილეს თანაბარ საშუალებას აძლევს ტრანზაქციის აუტენტიფიკაციისათვის.
ტრეიდერებმა და ინვესტორებმა ტოკენის ბირჟა Kraken -ზე ლისტინგის შესახებ განცხადება დადებითად შეაფასეს და პროექტ Tezos „კარგი“ პროექტი უწოდეს.
მასალების მიხედვით cryptoinsider.com
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 19.12.2018-სთვის
ღამის ხარული იმპულსი შეიძლება ღრმა უკუსვლით დამთავრდეს. შესაძლებელია თუ არა ზრდის გაგრძელება ამგვარი დაღმასვლის შემდეგ?
ჩანპენ ჩჟაო: არ ვარ დარწმუნებული, რომ კრიპტოკორექციის ფაზა დასრულდა
Binance-ს გენერალურმა დირექტორმა, ჩანპენ ჩჟაომ ეჭვი კრიპტოკორექციის დასრულების შესახებ გამოთქვა. Bloomberg-თან საუბარში მან აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა ეს სპეკულანტების სივრცეა, და მისმა ვოლანტილობამ გაკვირვება არავისში არ უნდა გამოიწვიოს.