Binance-ს გენერალურმა დირექტორმა, ჩანპენ ჩჟაომ ეჭვი კრიპტოკორექციის დასრულების შესახებ გამოთქვა. Bloomberg-თან საუბარში მან აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა ეს სპეკულანტების სივრცეა, და მისმა ვოლანტილობამ გაკვირვება არავისში არ უნდა გამოიწვიოს.
მან ასევე აღნიშნა, რომ დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს ბლოკჩეინ-აპლიკაციები.
მე ვფიქრობ, რომ ფასი მრავალი სპეკულანტისთვის მიმზიდველ ობიექტს წარმოადგენს. მაგრამ ინდუსტრია გამომგონებლების ხარჯზე გაიზრდება და ეს გრძელვადიან პერსპექტივაში კრიპტოვალუტის ჩანერგვას ხელს შეუწყობს.
2017 წელს ძლიერმა ეიფორიამ თითქმის ყველა კრიპტოაქტივის ათმაგად გაძვირება გამოიწვია, მათ შორის Bitcoin-ის, რომლის ფასმაც 20 000 აშშ დოლარს მიაღწია.
მომხმარებლებმა თავიანთ ბლოკჩეინ-პროექტებში ასევე ჩადეს ინვესტიცია, რომლის საშუალებითაც გვპირდებოდნენ მათი აპლიკაციის ციფრული სივრცის "რევოლუცინიზირებას" .
თუმცა, ამ პროექტების უმეტესობამ, მათი ამბიციური პროექტების ალფა-ვერსიის შექმნაც კი ვერ შეძლო, შედეგად ინვესტორების ფული გაიფლანგა. ამან კრიპტოვალუტურ ბაზარს დიდი ზიანი მიაყენა, ბევრმა კი ჩათვალა, რომ იგი კვდებოდა.
ჩანპენი თვლის, რომ ბაზარი გამომგონებლების წყალობით გადარჩა, რომლებიც ქმნიან მომხმარებელზე მორგებულ აპლიკაციებს და ეს ხდება მიუხედავად იმისა, თუ რა მიმართულებით მოძრაობს ფასი.
ამავდროულად, CoinMarketCap.com-ის აცხადებს რომ, კვირის განმავლობაში მოსალოდნელია კრიპტოვალუტური ბაზრის 100-დან 128 მილიარდ დოლარამდე აღდგენა. თითქმის ყველა ტოპ მონეტა, მათ შორის Bitcoin-ი, Ethereum-ი და Bitcoin Cash-ი, სინქრონულ აღდგენას გვპირდებიან.
ეს ჩანპენის, კრიპტოვალუტის ბაზრის შესახებ მოსაზრებას ემთხვევა. იგი დარწმუნებულია, რომ 2019 წელი აღდგენის წელი იქნება და თავის გვერდზეც განაცხადა რომ, ბირჟა Binance მსოფლიოს მასშტაბით ფიატის მხარდაჭერით კიდევ 10 კრიპტო-ბირჟას გახსნის.
მასალების მიხედვით ccn.com
ასევე წაიკითხეთ
კომპანია Fundstrat-ის ექსპერტებმა იციან, როდის დადგება გაყიდვის დრო
ორშაბათს ბიტკოინმა არც თუ ცუდი აღდგენის დემონსტრირება მოახდინა და სტატიის დაწერის მომენტში 3591 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. მონეტის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზრის აღდგენის ფონზე, რომელიც უმეტესად ტექნიკური და სპეკულატიური ფაქტორებით იყო გამოწვეული, დაახლოებით 8%-ით გაიზარდა.
ალექსის ოგანიანი: შოკი სასარგებლოა, მხოლოდ ძლიერები გადარჩებიან
2018 წლის 14 ნოემბერს Bloomberg-ის ინფორმაციის თანახმად, ხანგრძლივი სტაბილურობის შენარჩუნების შემდეგ, ბიტკოინი $5202-მდე დაეცა. სხვა ტოკენების ღირებულებაც ასევე დაეცა. თუმცა, Reddit-ის შემქმნელის ალექსის ოგანიანის აზრით, კრიპტოვალუტის ფასის დაცემა - მომავალი განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯია.