ბოლო პერიოდში Tether-ის სტეიბლკოინის გარშემო სხვადასხვა სახის დავა მიმდინარეობს. ეს ციფრული სტაბილური მონეტა აშშ დოლარის ექვივალენტის სახით გამოიყენება. თეორიაში, 1 Tether-ი მიმაგრებულია 1 აშშ დოლართან. Bloomberg-ის ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ Tether-ის ანგარიშებზე მიმდინარე ბალანსი ტოლია ან აღემატება კიდეც USDT-ს, რომელიც მიმოქცევაში 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით ვრცელდება.
ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ვალმა მორიგ მაქსიმუმს მიაღწია - 247 ტრილიონი დოლარი 2018 წლის პირველ კვარტალში. ამ ციფრიდან, არასაფინანსო სექტორზე 186 ტრილიონი დოლარი მოვიდა, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.
ოთხშაბათს, სან-ფრანცისკოში მოღვაწე კრიპტოვალუტურმა საინვესტიციო კომპანიამ Layer1-მა განაცხადა, რომ მათ PayPal-ის დამაარსებელმა პიტერ ტილმა, საწყისი დაფინანსების მიზნით, ორი მილიონი აშშ დოლარი ჩაურიცხა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მათ გუნდს ტექნოლოგიურ და ფინანსურ სფეროებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
გუშინ ალტკოინებმა კვირის მაქსიმუმები დააფიქსირეს. შეძლებს თუ არა დღეს ბაზარი მწვანე სივრცეში შეყოვნებას?
გამოჩნდა კრიპტოვალუტა, რომელსაც კომპიუტერული თამაშების მრავალმილიარდიანი სამყაროს გადატრიალება შეუძლია, გეიმერებისთვის ნამდვილი ფულის მიღების საშუალებით.
ფინანსურ ბაზარზე ბევრი სტარტაპი გამოჩნდა, რომლებიც მომხმარებელს ფულადი გზავნილების განხორციელებას კრიპტოვალუტის გამოყენებით სთავაზობს. მიუხედავად ამისა, Western Union-ი აცხადებს, რომ მრავალწლიანი გამოცდილება, შეულახავი რეპუტაცია და საკითხის სიღრმისეული ცოდნა, მათ ამ ბაზარზე ლიდერებად აქცევს.
ვიდეო თამაშების ფრანგული გიგანტი Atari-ი, ბლოკჩეინ-სტარტაპთან Animoca Brands ერთად მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი ორი ყველაზე პოპულარული თამაშის - Roller Coaster Tycoon Touch და Goon Squad ბლოკჩეინ-ვერსიები შექმნა.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზრდის მიზნობრივი დონეები მიღწეულია და ფასი უკუსვლის ფაზაში გადავიდა.
შემოგვიერთდით