მას მერე, რაც ციფრულმა ვალუტამ მასობრივი ხასიათი მიიღო, PayPal-ი და მსგავსი ონლაინ გადახდის სისტემები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ, ახლო მომავალში, „კრიპტამ“, შესაძლოა „მათ ბიზნეს მოდელს ბოლო მოუღოს“.
ამის მიუხედავად, გადახდების სისტემა PayPal-მა საკუთარი შიდა კრიპტოვალუტა შეიმუშავა, რომელსაც მისი თანამშრომლები იყენებენ. BitcoinExchangeGuide-ის ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ტოკენს PayPal-ის ოფისის თანამშრომლები ოფისში სხვადასხვა მომსახურეობებაში იხდიან. ამგვარად PayPal-ი თავის თანამშრომლებში წახალისების ახალ მექანიზმებს ნერგავს.
ერთ-ერთი მომსახურება, რისი გადახდა PayPal-ის შიდა ტოკენებით არის შესაძლებელი (მათი ოფიციალური დასახელება უცნობია) - ფინანსურ დირექტორ ჯონ რეინისთან ერთად ყავის დასალევად წასვლაა ან გენერალურ დირექტორთან დენ შულმანთან ერთად საბრძოლო ხელოვნებების გაკვეთილის ჩატარება.
PayPal-ი - ერთადერთი მაღალპროფილიანი დაწესებულება არაა, რომელმაც ბლოკჩეინზე საკუთარი ტოკენი შექმნა. ცნობილია, რომ ესპანურმა საბანკო კომპანიამ BBVA-მ, რომელიც გამოირჩეოდა კრიპტოვალუტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით, მსგავსი შიდა სქემა ცოტა ხნით ადრე შექმნა, რომელსაც „თანამშრომლების პროდუქტიული მუშაობის წასახალისებლად იყენებდა“.
ასევე წაიკითხეთ
Western Union-ი კრიპტოვალუტური სერვისების დანერგვას განიხილავს
ფინანსურ ბაზარზე ბევრი სტარტაპი გამოჩნდა, რომლებიც მომხმარებელს ფულადი გზავნილების განხორციელებას კრიპტოვალუტის გამოყენებით სთავაზობს. მიუხედავად ამისა, Western Union-ი აცხადებს, რომ მრავალწლიანი გამოცდილება, შეულახავი რეპუტაცია და საკითხის სიღრმისეული ცოდნა, მათ ამ ბაზარზე ლიდერებად აქცევს.
SWIFT-ი ბლოკჩეინზე ახალ სისტემას ტესტავს
ბლოკჩეინზე ბანკთაშორისი ფინანსური სისტემა SWIFT-ის ახალი საპილოტე ვერსია ამოქმედდა. ის მოძველებული სისტემების ხარვეზების და შეცდომების გამო გადახდებში არსებული შეფერხებების აღმოფხვრისათვის არის გამიზნული.