Hedgie (ზღარბები), ასე ეწოდება თამაშს, რომელმაც პრე-სეილ ვერსია სულ ახლახანს გაუშვა. ამიერიდან მოყვარულებს კრიპტოკოლექციონერებისთვის Ethereum-ზე დაფუძნებულ ახალი თამაშით - Hedgie დატკბობა შეუძლიათ.
ვინაიდან CryptoKitties Ethereum-ის საზოგადოებაში მოდური გახდა, ახლა ბაზარზე ახალი კროპტოსაკოლექციო თამაში გამოდის, რომელსაც ყოვლისმომცველ სიყვარულზე და პოლულარობაზე აქვს პრეტენზია.
CryptoKitties - თავშესაქცევი პროქტია, სადაც მომხმარებლებს ვირტუალური კატების შეგროვება და მათზე ზრუნვა უწევთ. ამ თვეში ვიღაცამ CryptoKittie 600 ETH, დაახლოებით 170 000 დოლარად იყიდა. კურსის მიხედვით, ჯერჯერობით, ეს ყველაზე ძვირადღირებული კნუტია.
Hedgie-ს ასეთი გაბერილი ფასები ჯერ არ აქვს, დღეს ყოველ შემხვევაში ასეა.
თამაშისას მომხმარებლებს მონეტა Curio-ს შექმნა შეუძლიათ, რომელიც, საბოლოო ჯამში, შეიძლება რეალურ პროდუქტსა და მომსახურეობაზე დაიხარჯოს. Curio - ეს ტოკენ ERC-20-ია, რომლის შოვნა თამაშით, ხარჯვა კი რეალურად არის შესაძლებელი. დეველოპერების თქმით, თამაში Ethereum-ის საფუძველზე შექმნილი კრიპტოკოლექციის ნივთების საკრედიტო ბარათის მეშვეობით ყიდვის უნიკალურ საშუალებას იძლევა.
თამაშის მიხედვით, თითო Hedgie-ს ოთხი ძალის ელემენტალური უნარი აქვს - წყალი, ცეცხლი, მიწა და ჰაერი, და დამატებითი ]უნარ-ჩვევები - წარმატება, გონიერება, ინტელექტი და ხიბლი. თითოეული ზღარბის უნიკალურობას სწორედ ასეთი ელემენტების შეხამება განსაზღვრავს. მას ოთხ ვირტუალურ სამეფოში მოგზაურობა და საკუთარი უნარების და შესაძლებლობების გაუმჯობესება შეუძლია.
დახურული ალფა-ვერსიის გამოშვება მომდინარე წლის ბოლოს, სრული გაშვება კი უკვე მომავალ წელს იგეგმება. 2019 წლის ზაფხულში Hedgie-ის მოთამაშეებს საკუთარი ტოკენ Curio-ს ხარჯვა რეალურ სამყაროში შეეძლება, ვინაიდან კომპანია მონეტის წინ წასაწევად სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობას გეგმავს.
Hedgie-ის წამყვანი მენეჯერი Stas Zlobinski აცხადებს:
ათწლეულების განმავლობაში თამაშები ვირტუალურ ვალუტას იყენებენ და გეიმერებს, როგორც ცნობილია, ახალი ტექნოლოგიების გამოყენება ურჩევნიათ. სათამაშო ინდუსტრიის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე გადასვლის შემდეგ ჩვენ მომდევნო ნაბიჯი უნდა გაგვეკეთებინა და გარე სამყაროსთვის თამაშის შიდა მონეტის ღირებულება უნდა გაგვეფართოვებინა.
ასევე წაიკითხეთ
ომის იარაღს 150 ათას დოლარად დამარხავენ
ომის იარაღს 150 ათას დოლარად დამარხავენ. 2016 წლის ივლისში, როდესაც ჰაკერულმა თავდასხმამ მთელი ბლოკჩეინის დეცენტრალიზაციის ნამდვილი ბუნება ეჭვის ქვეშ დააყენა, Ethereum-ის ფონდს ნაწილი გამოეყო და საკუთარი კრიპტოვალუტა - Ethereum Classic (ETC) ჩამოაყალიბა. საკმაოდ გასაკვირია, რომ Ethereum-ის ფონდმა ETC-თვის Ethereum Classic-ის ფონდში $150 000 გაიღო.
Google-ს გენერალური დირექტორის ვაჟი Ethereum-ის მაინინგით არის გატაცებული
კრიპტოვალუტური საზოგადოება როდესაც მიღებას განიხილავს, ხშირად, აზრად მოგვდის მსხვილი ორგანიზაციების დასახელება და ხელმძღვანელი პირების სახელები, ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ კრიპტოენთუზიასტები, Google-ს გენერალური დირექტორის სუნდარ პიჩაის განცხადებას, ასე აღგზნებულად განიხილავენ, რომელმაც განაცხადა, რომ თავისი ვაჟი კრიპტოვალუტით, კერძოდ კი Ethereum-ით (ETH) დაინტერესდა.