Ethereum-ის ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება, როდესაც ინტელექუტალური კონტრაქეტები გარე მონაცემებს მიიღბენ.
ასეთი ვარაუდი გამოთქვა ტექნიკური საკითხების ექსპერტმა იან მაკლეოდმა, Thomas Crown Art არტ-ტექნოლოგიების სააგანტოდან.
Ethereum-ი პირვანდელ ხარულ ტერიტორიას უბრუნდება და მას წლის ბოლოსთვის უფრო დიდი წარმატება ელოდება. მე ვვარაუდობ, რომ მისი ფასი 2018 წლის დასასრულისთვის 500 აშშ დოლარს მიაღწევს და მთელი 2019 წლის განმავლობაში აღმავალ ტრაექტორიას გააგრძელებს. Ethereum-ის ფასი, მართლაც, ორშაბათს 4%-ით გაიზარდა და ახლა 210 აშშ დოლარს შეადგენს.
მაკლეოდი აცხადებს, რომ ორაკულები Ethereum-ის "მასიური მიღების სრულიად ახალ ფაზას" უზრუნველყოფენ.
ორაკულები - მონაცემთა გადაცემის საეიმედო არხია, რომელიც ინფორმაციას სმარტ-კონტრაქტში აგზავნის, ამით ქსელის გარეთ სმარტ-კონტრაქტების პირდაპირი დაშვების აუცილებლობას უგულველყოფენ. ისინი საჭიროა, როდესაც თქვენ გჭირდებათ მონაცემები, რომელიც არ გინდათ ( ან არ შეგიძლიათ) გამოიძიოთ დამოუკიდებლად. ჩვეულებრივ, ისინი უზრუნველყოფილია, იმ უფლებამოსილი კომპანიების მიერ, რომლებიც მათ მოიხმარენ. სავარაუდოა, რომ Ethereum-ის ფასი სწრაფად განვითარდება, როდესაც სმარტ კონტრაქტები Ethereum-ის ქსელში საიმედო და დადასტურებულ ინფორმაციას ორაკულების გავლით მიიღებენ.
მაკლეოდმა წინა თვეს განაცხადა, რომ მომდევნო 50 წლის განმავლობაში, Bitcoin-ი Ethereum-ის სასარგებლოდ ბაზრის 50%-ს დაკარგავს.
Ethereum-ი უკვე რამდენიმე წელია, ფასის გარდა, ყველაფერში ჯობნის Bitcoin-ს და ეს სხვაობა სულ უფრო მკვეთრი გახდება, ვინაიდან, კრიპტო-ბაზარზე უფრო და უფრო მეტი ინვესტორი გადადის.
მასალების მიხედვით businesscloud.co.uk
ასევე წაიკითხეთ
ომის იარაღს 150 ათას დოლარად დამარხავენ
ომის იარაღს 150 ათას დოლარად დამარხავენ. 2016 წლის ივლისში, როდესაც ჰაკერულმა თავდასხმამ მთელი ბლოკჩეინის დეცენტრალიზაციის ნამდვილი ბუნება ეჭვის ქვეშ დააყენა, Ethereum-ის ფონდს ნაწილი გამოეყო და საკუთარი კრიპტოვალუტა - Ethereum Classic (ETC) ჩამოაყალიბა. საკმაოდ გასაკვირია, რომ Ethereum-ის ფონდმა ETC-თვის Ethereum Classic-ის ფონდში $150 000 გაიღო.
ETCDEV: სიკვდილი დეტალებში
გაჭიანურებული დათვური ტრენდის შედეგებმა პირველი ნაყოფი გამოიღო. წინა კვირაში მუშაობის შეწყვეტის შესახებ განცხადება Ethereum Classic-ის დეველოპერების ძირითადმა გუნდმა ETCDEV-მ (Ethereum Classic Development Company) გააკეთა.