ორშაბათს ბულგარეთის პროკურატურაში გამოქვეყნდა განცხადება სადაც ნათქვამია, რომ ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა სამი პირი 5 მილიონი დოლარის საფასურის კრიპტოვალუტის მოპარვისთვის.
პოლიციამ 3 მილიონის დაბრუნება მოახერხა, დანარჩენი 2 მილიონი კი გაქრა. ხელისუფლებამ ასევე, მათ კუთვნილი ავტომობილი ჩამოართვა, რომლის ღირებულება 34 800 აშშ დოლარი იყო და მოპარული ფულით იყო ნაყიდი. ასევე კონფისკაცია შეეხო, კომპიუტერებს, მყარ დისკებს, ფლეშ მეხსიერების ბარათებსა და რამოდენიმე ნოუთბუქს. ნოუთბუქების ჩანაწერები მიუთითებს მათ სხვადასხვა ანგარიშების, როგორც რეალური ასევე ყალბი მომხმარებლების გამოყენებით, თაღლითური სქემების ჩასატარებლად.
პროკურატურამ განაცხადა, რომ ბრალდებულები შესანიშნავი ტექნიკური ექსპერტები აღმოჩნდნენ, რაც მათ ამ რაოდენობის ფულის მოპარვაში დაეხმარათ. დაკავების შემდეგ, ორი მათგანი დააპატიმრეს მესამე კი 29 000 აშშ დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ქურდები და თაღლითები, კრიპტოვალუტურ ინდუსტრიისთვის სერიოზულ პრობლემად რჩებიან. კიბერუსაფრთხოების ანალიტიკური კომპანიის CipherTrace-ს მონაცემების თანახმად, 2018 წლის 19 თვის მანძილზე 1 მილიარდ დოლარზე მეტია მოპარული. მიუხედავად იმისა, რომ მარეგულირებელი ორგანოები, განსაკუთრებით აშშ-ში, ბევრი ამხილეს უკანონო ქმედებაში კრიპტოვალუტის მიმართ, შედარებით ნაკლები დამნაშავე დააკავეს ციფრული სახსრების ქურდობისთვის
მასალების მიხედვით financemagnates.com
ასევე წაიკითხეთ
Mt.Gox -ის დირექტორი თავს დამნაშავედ არ ცნობს
დასკვნით გამოსვლაში ტოკიოში მარკ კარპელესმა, კრიპტოვალუტური გადამცვლელი Mt.Gox-ის ყოფილმა დირექტორმა, საკუთარ უდანაშაულობაზე განცხადება გააკეთა და იმ მოვლენებთან , რომელთა გამო ფირმამ მომხმარებლების მილიონობით დოლარი დაკარგა, და საბოლოო ჯამში გაკოტრდა, კავშირი უარყო.
ვეშაპებისგან ნიშანია - არააქტიური საფულიდან გადარიცხულია უზარმაზარი თანხა
ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ბიტკოინ-მისამართმა “გაიღვიძა” და ვიღაცამ, 257 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების, 66 233 BTC გადარიცხა. ეს მისამართი 2014 წლიდან აქტიური აღარ იყო.