სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კრიპტობირჟა Kraken-ი, ერთ-ერთი უმსხვილესი და უსაფრთხო პლატფორმა, მომხმარებლებს ტოკენ Bitcoin Cash SV (BCH SV)-ით ვაჭრობასთან დაკავშირებულ რისკების შესახებ აფრთხილებს და აცხადებს, რომ ფორკი ბირჟის მიერ მოთხოვნილ ყველა ლისტინგურ მოთხოვნას არ ასრულებს.
BCH ჯაჭვის განხეთქვის დაწყებამდე, Kraken-ი მხოლოდ BCH ABC-ს მხარდაჭერას გეგმავდა, თუმცა ახლა BCH SV-ს მხარდაჭერის შესახებ განაცხადა. თავის ბლოგში ბირჟა განმარტებს, რომ მხარდაჭერის გადაწყვეტილება იმის მერე მივიღეთ, რაც nChai-ნმა მონეტის პროტოკოლი და გზამკვლევი გამოაქვეყნა.
ახლა უკვე ორივე ფორკი წარმოდგენილია Kraken-ზე, მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin SV არ აკმაყოფილებს ბირჟის მოთხოვნის სტანდარტებს და თანსდევს გაზრდილი რისკები.
Kraken-ის გუნდი აცხადებს, რომ არსებობს 8 საგანგაშო მაჩვენებელი, რომლებიც ტრეიდერებმა უნდა გაითვალისწინონ:
- არცერთი საფულე არ უზრუნველყოფს BCH (replay)-ს ორივე ბლოკზე ტრანზაქციის განმეორებისგან თავდაცვას;
- ბლოკების მსხვილი მიმოხილველები ფორკს მხარდაჭერას არ უცხადებენ;
- აშკარაა, რომ მაინერები სუბსიდირდებიან ან საზიანოდ მუშაობენ;
- ქსელის წარმომადგენელები სხვა ჯაჭვების მიმართ აშკარა აგრესიას და აუტანლობას ამჟღავნებენ;
- Bitcoin Cash SV-ს ბაზრიდან გაძევება და მეორე ფორკის ფუნქციონირების შესხებ განცხადებები - ურთიერთგამომრიცხავია;
- შეთავაზება დროებით შეზღუდულია, რადგან საფულეები ბოლომდე არ არის უზრუნველყოფილი მხარდაჭერით;
- ბევრი მსხვილი მომხმარებელი ღიად აცხადებს, რომ დამფისთვის მზად არის და აქტივებს პირველივე შესაძლებლობისას დაყრიან;
- Kraken-ი საწყის კოდს მინიმალურ დონეზე შეამოწმებს;
- ორი ძირითადი ფრაქციას შორის გაჩაღებული ომი, რომელსაც, ერთის მხრივ - თვითგამოცხადებული სატოში ნაკამოტო - ქრეიგ რაითი დგას, ხოლო, მეორე მხარეს - ბიტკოინ იესო - როჯერ ვერი, Kraken-ი BCHSV-ის ვაჭრობისთვის საფრთხედ აფასებს. ბირჟა, nChain-ის ან Bitcoin SV-ს სხვა მომხრეების მხრიდან თავდასხმებს არ გამორიცხავს და დაკარგულ მონეტებზე პასუხისმგებლობაზე უარს აცხადებს. დაძაბული სიტუაციიდან და ქსელის არამდგრადობიდან გამომდინარე, ბირჟის გუნდი Bitcoin Cash SV-ით ვაჭრობის უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა და აქტივების მფლობელებს პოტენციურ ზარალის შესახებ აფრთხილებს.
მასალების მიხედვით blog.kraken.com
ასევე წაიკითხეთ
ფონდ Tron-მა და ჯასთინ სანმა ქველმოქმედებას მილიონები შესწირეს
სამი მილიონი, რომელიც საქველმოქმედო ფონდ Binance-მ (BCF) მიიღო, საკუთარი სავალუტო სისტემა TRON-TRX-ში იყო გადმორიცხული. BCF - ეს არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიღების დაჩქარებისთვის და გარკვეულ წილად ღარიბების დასახმარებლად შეიქმნა.
ესტონეთმა ევროკავშირში კრიპტოვალუტური საქმიანობისთვის ლიცენზია გასცა
12 ნოემბერს კრიპტოვალუტურმა ბირჟა B2B-მ, გამოაცხადა, რომ ესტონეთის ფინანსური მარეგულირებლისგან (FIU) ციფრული ვალუტის ვაჭრობისთვის ლიცენზია მიიღო, როგორც მთლიანად რეგულირებადი ბირჟა.