აშშ-ს ხელისუფლება კრიმინალისტური ანალიზის მეთოდებს კრიპტოვალუტა Zcash-ისა (ZEC) და Monero-ს (XRM) განხორციელებული ტრანზაქციების დასაფიქსირებლად განიხილავს. ამის შესახებ ნათქვამია მცირე საწარმოების ინოვაციური კვლევის პროგრამაში (SBIR), რომელიც აშშ-ს შიდა უსაფრთხოების სამინისტროს მიერ გამოქვეყნდა.
ამ მოვლენამ შესაძლოა დიდი ზეგავლენა იქონიოს კონფიდენციალურ ციფრულ ვალუტაზე.
"პროგრამა სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაწყვეტილების მიღებას ითვალისწინებს, მათთვის კრიპტოვალუტური თაღლითობის თავიდან ასაცილებლად, ბლოკჩეინ-ტრანზაქციების ანალიზის ჩატარების მექანიზმის განვითარებას.
SBIR- კრიმინალისტური ანალიზის ჩასატარებლად სამეტაპიან მიდგომას გვთავაზობს.
პირველი ეტაპი დაკავშირებულია ბლოკჩეინ ანალიზთან, რომელიც "სამართალდამცავ ორგანოებს საშუალებას მისცემდა შეამოწმონ და გააკონტროლონ კრიპტოვალუტური ტრანზაქციები".
მეორე ეტაპი დაკავშირებულია ტესტირებასთან.
პირველ ეტაპზე შემუშავებული ინსტრუმენტები გამოყენებული იქნება ტესტირებისთვის, შემდეგ კი შედეგები გადაიგზავნება დაინტერესებული მართვის ორგანოებში, მათი გამოყენების ინსტრუქციით.
და ბოლოს, მესამე ეტაპი: ანალიზის მეთოდები ინტეგრირებული იქნებიან სახელმწიფო სტრუქტურებში. ამის შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს შეეძლებათ დააფიქსირონ ანონიმური ციფრული ვალუტების ტრანზაქციები.
მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი კომპანიებისთვის არანაირ შემოთავაზებას არ ითვალისწინებს, მათ რეკომენდაცია ეძლევათ შეკითხვა დასვან მოცემულ ინიციატივასთან დაკავშირებით. ინსტრუმენტის განვითარების ვადა 2018 წლის 18 დეკემბრის ბოლოს იწურება. შესაბამისად, ახალი მეთვალყურეობის მეთოდების გამოჩენას 2019 წლის პირველ კვარტალში შეიძლება ველოდოთ.
ასევე წაიკითხეთ
Shark Pool-ი და კრეიგ რაიტი Bitcoin-ის ფორკებს განადგურებით ემუქრებიან
Shark Pool-ის სახელით ცნობილი ახალი პროექტი, ბიტკოინის ფორკების განადგურებაზე, მათი ქსელის ცარიელი ბლოკებით შევსებაზე და მაინინგისთვის ჯილდოს აღებაზე მიმართული.
სანამ KFC ყოყმანობდა, Church's Chicken-მა კრიპტოვალუტური გადახდების მიღება დაიწყო
სწრაფი კვების ამერიკულმა კომპანიამ Church's Chicken-მა ვენესუელაში კრიტპვალუტა Dash-ში გადახდების მიღება დაიწყო და ამის შესახებ ინფორმაცია თავის Facebook-გვერდზე განათავსა. კრიპტოვალუტას Church's Chicken-ის ათივე რესტორანში იღებენ. Church's Chicken-ში Dash-ით გადახდის პირველი ტრანზაქცია უკვე შესრულდა და ამის ამსახველი ვიდეო თავის YouTube-არხზე ატვირთა. გლობალური სწრაფი კვების რესტორნებს შორის, Church's Chicken პირველია, ვინც „კრიპტას" ღებულობს.