თუ თქვენ მიეკუთვნებით დამნაშავეთა, იდეალისტთა და სპეკულიანტდა სიას, რომლებიც აშკარად არასტაბილურ კრიპტოვალუტის ბაზარზე ვაჭრობენ, თქვენც მოგსვლიათ აზრად თავში, რომ იმწამიერად გაყიდოტ ფიატად თქვენი აქტივები, ბაზარზე მკვეთრი ფასის ვარდნის შემთხვევაში.
ილკერ დაგლი სისტემური და ქსელის ადმინისტრატორია კვიპროსის ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტში, მან მოიგონა ფიზიკური წითელი ღილაკი დაუყონებლივ გაყიდოთ თქვენი კრიპტო-აქტივები.
მე გადავწყვიტე გამომეგონა ეს ღილაკი, რადგან გამიგია ბევრი ინვესტორისგან, რომ ბაზარზე ფასების კრახის შემთხვევის დროს, ბირჟებთან დაკავშირებით მუდმივად იქმნება პრობლემები და ვერ ხერხდება ყველა აქტივი სწრაფად გაყიდო.
როდესაც ფასი მკვეთრად იწყებს ვარდნას, ინვესტორებს არ შეუძლიათ თვითონვე დახურონ თავიანთი ორდერები და გაყიდონ საკმარისად სწრაფად, რათა წაგება თავიდან აიცილონ. ამის გამო ზოგიერთი ბირჟა, ისეთი როგორიც GDAX სთავაზობენ ტრეიდერებს დააკონფიგურირონ საფულე ისეთ ნაირად, როცა ფასი დაეცემა გარკვეულ ნიშნულზე, სისტემა თვითონ გამოიტანა ორდერს და გაყიდდა აქტივებს ამ საფულიდან.
ერთადერთი რაც ამ სისტემას აკლია, დაგლის წითელი ღილაკია, რომლის დაჭერითსც თქვენ აუქმებთ ყველა ორდერს და აქტივებს საბაზრო ფასად ყიდით. დაგლიმ გადაიღო ვიდეო, რომელშიც binance ბირჟაზე აქტივების გაყიდვისთვის ღილაკის გამოყენების დემონსტრაციას აკეთებს. ვიდეოში ნათქვამია:
Binance-ს ბირჟაზე საკუთარ ანგარიშზე ორდერები და მონეტები მქონდა , ღილაკის ერთი დაჭერით, ყველა მათგანი გავაუქმე და ყველა მონეტა გავყიდე. მე არ დამჭირდა ბირჟის სისტემაში შესვლა, ხელით ყველა ორდერის გაუქმება და შემდეგ ჩემს ფლობელობაში არსებული მონეტების სათითაოდ გაყიდვა. მე უბრალოდ დავაწექი ღილაკს და ყველაფერი ავტომატურად მოხდა.
დაგლიმ ღილაკი უშუალოდ binance-ს ბირჟისთვის შეიმუშავა, მაგრამ ის თავსებადია სხვა ნებისმიერ ბირჟასთან რომელსაც აქვს ღია API. თუმცა სასურველია, რომ ეს ღილაკი მომხმარებელს არასდროს დასჭირდეს
ასევე წაიკითხეთ
უძრავი ქონების აგენტები კრიპტოვალუტის მიღებას დაიწყებენ
კომპანია Rickner Charles-ის დირექტორმა, უძრავი ქონების აგენტმა რონი რიკნერმა კომპანიის მომსახურების სანაცვლოდ, კრიპტოვალუტის მიღება დაიწყო და ერთ-ერთი კლიენტისგან როჩესტერში 600 000 გირვანქა სტერლინგის ღირებულების უძრავი ქონების გაყიდვისთვის ჰონორარი ბიტკოინებში მიიღო.
საუკეთესო საჩუქრები კრიპტოვალუტის მოყვარულთათვის
საახალწლო დღესასწაულები უკვე დადგა და ალბათ ზოგიერთ ჩვენ მკითხველს წინა საახალწლო სამზადისი გამორჩა. თუ თქვენ არ იცით რა აჩუქოთ თქვენს მეგობარს - კრიპტოენთუზიასტს, ჩვენ დაგეხმარებით ამაში! ყველაფერი თქვენს ბიუჯეტზეა დამოკიდებული და იმაზე თუ რამდენად სწრაფად გინდათ რომ საჩუქარი ხელთ გქონდეთ.