კრიპტოვალუტის მომავალი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამის და მიუხედავად, ერთ-ერთმა ყველაზე ადრეულმა კრიპტოვალუტურმა ინვესტორმა საკმაოდ ბევრი ფული გამოიმუშავა, რათა თვითაღიარებულ ფილანტროპების ულტრა მდიდარ ლიგას - უორენ ბაფეტს, ბილ გეიტსა და ილონ მასკს შეუერთდეს.
წინა კვირას 35 წლის ბრაიან ამსტრონგმა, თანადამფუძნებელმა და Coinbase-ს გენერალურმა დირექტორმა ჩუქების ფიცს მოაწერა ხელი (giving pledge), რომელსაც პირველად 2010 წელს ბილ გეიტსმა და უორენ ბაფეტმა მოაწერეს. კომპანიის ოფიციალური საიტი იუწყება, რომ " ეს არის მცდელობა, უმდიდრესმა ხალხმა და მათმა ოჯახის წევრებმა დიდი რაოდენობის თანხა გაიღონ ქველმოქმედებისთვის".
ამსტრონგი გახდა პირველი კრიპტოვალუტური მეწარმე, რომელმაც ხელი მოაწერა ფიცს, მანამდე კი 180 მილიარდელ-ფილანტროპზე, მათ შორის რეი დალიო, ბილ აკმანი და მაიკლ ბლუმბერგიც იყვნენ.
ამსტრონგი Coinbase-ს თანადამფუძნებელი (მაშინ ბიტკოინი 10$-ზე ნაკლები ღირდა) Goldman Sachs-ის ყოფილ თანამშრომელთან, ფრედ ერსამომთან ერთად 2012 წელს გახდა. ცოტა ხნის წინ კომპანია $8 მილიარდად იყო შეფასებული, ამსტრონგის პირადი კაპიტალი კი - $1.3 მილიარდად.
ბიტკოინის ფასის პიკზე, იანვრის დასაწყისში Forbes-მა ამსტრონგის კაპიტალი $900 მილიონად შეაფასა. მას შემდეგ ბიტკოინის ფასი 80%-ზე მეტით დაეცა, როგორც ჩანს, ბაზრის ჩამოშლას, Coinbase-ს ზრდასა და ამსტრონგის მეტად გამდიდრებას ხელი არ შეუშლია.
"როდესაც გარკვეული კეთილდღეობის დონემდე აღწევ, ფული მეორე ხარისხოვანი ხდება", - გაჩუქების ფიცის ვებ გვერდზე დაწერა ამსტრონგმა. "მე ყოველთვის მაოცებდნენ პიროვნებები და ლიდერები, რომლებიც საკუთარ სიმდიდრეზე წინ გარშემომყოფების კეთილდღეობას ისახავდნენ მიზნად".
ამ წლის დასაწყისში, ამსტრონგმა ასევე საქველმოქმედო ორგანიზაცია GiiveCrypto.org-ი დააფუძნა, რომელიც დაკავებულია პირდაპირი გზავნილების განხორციელებით იმ ხალხისთვის, ვინც სიღარიბეში ცხოვრობს. ამ მომენტისთვის GiveCrypto.org-მა კრიპტოვალუტაში ქველმოქმედებით დაახლოებით $4 მილიონი შეაგროვა.
მასალების მიხედვით observer.com
ასევე წაიკითხეთ
ტონ ვეისი: ალტკონები ბიტკოინს კონკურენციას ვერ გაუწევენ
ცნობილმა კრიპტოენთუზიასტმა ტონ ვეისმა თავის ბოლო ინტერვიუში განმარტებს, თუ რატომ ანიჭებს უპირატესობას ბიტკოინს ალტკოინთან შედარებით. მან ასევე განიხილა ბლოკჩეინის ალტერნატიული გამოყენება.
საინვესტიციო ფირმა კრიპტოვალუტაზე ფასების ზრდას გვპირდება
Bloomberg Markets-ის ცნობით, საინვესტიციო კრიპტოვალუტის კომპანია Pantera Capital-ის ხელმძღვანელი ჯო კრაგსი, დარწმუნებულია, რომ ბაზარი ახალი ხარის იმპულსის საზღვართან იმყოფება, რომელიც კრიპტოვალუტის ფასს ათჯერ გაზრდის. თუ ასეთ განცხადებას ვენდობით, კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია უახლოეს მომავალში 2 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.