როდესაც თქვენ უძრავი ქონების, აქციების ან, თუნდაც, ოქროს შეძენას აპირებთ, როგორც წესი, ბაზრისა და მისი პოტენციალის შესწავლას დაიწყებთ. საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მოძიება მოგიწევთ, რათა მუშაობის პრინციპში და, ასევე მასთან დაკავშირებულ რისკებში გაერკვეთ. როგორც ერთხელ უორენ ბაფეტმა თქვა " არასდროს არ ჩადოთ ინვესტიცია იმაში, რაც არ გესმით".
ნუ იყიდით ყველაფერს ერთდროულად.
ნუ ნერვიულობთ, როდესაც თქვენ დიდ კუშს დებთ. როდესაც ნერვიულობთ, არასწორ გადაწყვეტილებას იღებთ და ფულს აგებთ. წარმოვიდგინოთ, თქვენ გინდათ $6000-ის ბიტკოინი იყიდოთ და გსურთ 2500$ ინვესტიცია განახორციელოთ. გაყავით თქვენი ინვესტიცია $500-ზე და ეტაპობრივად იყიდეთ. ეს მეთოდი ასევე მისაღებია ტოკენების გასაყიდადაც. გაყიდეთ ისინი მცირე ნაწილებად და არა ერთიანად.
თქვენი მთავარი ამოცანაა - იყიდოთ მინიმალურ ფასად და გაყიდოთ მაქსიმალურად.
მარტივად ჟრერს, მაგრამ პროცესის ყველაზე რთული ნაწილია. აუცილებელია ერკვეოდეთ ფასის ტენდენციებში, მოთხოვნასა და შეთავაზებაში. ნურასდროს ნუ გახვალთ ბაზარზე მოუმზადებელი. თქვენთვის ტექნიკური ასპექტის შესწავლა დიდ უპირატესობად ჩაითვლება.
როგორც წესი, Bitcoin-ი კრიპტოვალუტების მეფედ ითვლება. თუმცა, ბაზარზე კიდევ მრავალი სხვა საინტერესო პროექტი და კრიპტოვალუტაა, რომლებიც თქვენს ყურადღებას მიიქცევს. არ ღის ერთსა დ აიმავე აქტივზე ჩაციკვლა, ეძებეთ თქვენთვის საინტერესო პროექტები. სავსებით შესაძლებელია, ბევრმა მათგანმა შეცვალოს სამყაროს სადაც ვცხოვრობთ. მაგრამ მაინც, დარწმუნდით, რომ გადაიკითხეთ შეფასებები და განხილვები, ასევე შეისწავლეთ პროექტი, რათა თაღლითობა თავიდან აიცილოთ.
ძალიან მნიშვნელოვანია თავის დროზე წაიღოთ მოგება.
როგორც იტყვიან, კრიპტოვალუტის ყიდვა მარტივია, ბევრად ძნელია მისი გაყიდვა. შესაძლებელია, თქვენი მოგება მოსალოდნელს არ დაემთხვეს, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ აქტივის ფასი ყველაზე არახელსაყრელ დროს შეიძლება დაეცეს. თუ თქვენ შესყიდვის შემდეგ აქტივის საფასურის პერმანენტულ მომატებას ელოდებით, ძალიან ადვილად შეიძლება დაკარგოთ ყველაფერი. საბოლოო ჯამში, მოხდება კორექტირება და თქვენი მოგების უმეტესობა უბრალოდ გაქრება.
შევაჯამოთ:
ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ სანამ კრიპტს შევისყიდით:
-არ დავიკავოთ ძალიან დიდი პოზიციები,
-ვმართოთ რისკები,
-გავყიდოთ მაქსიმუმზე, შევიძნოთ მინიმუმზე,
-შევისწავლოთ ტექნიკური ანალიზი,
-შევისწავლოთ პროექტები,
-მოგება დროულად წავიღოთ.
ვიმედოვნებთ, ჩამოთვლილი რჩევები მომავალ ინვესტიციებში დაგეხმარებათ. გისურვებთ წარმატებას!
ასევე წაიკითხეთ
ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?
როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.
ვეშაპებისგან ნიშანია - არააქტიური საფულიდან გადარიცხულია უზარმაზარი თანხა
ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ბიტკოინ-მისამართმა “გაიღვიძა” და ვიღაცამ, 257 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების, 66 233 BTC გადარიცხა. ეს მისამართი 2014 წლიდან აქტიური აღარ იყო.