მიმდინარე კვირას პლატფორმა DASH-მა, 24 საათის განმავლობაში საკუთარი ქსელის გამტარიანობის მოცულობის გაგებისთვის, სტრეს-ტესტი ჩაატარა. ოპერაცია პოპულარული საფულე MyDashWallet-ის შემქმნელმა კომპანიამ Delta Engine-მ ჩაატარა.
კვირას ტესტის დაწყების შემდეგ, ერთ დღე-ღამეში DASH-მა სამი მილიონი ტრანზაქცია შეასრულა.
სიტყვა DASH-ის უკან ერთდროულად „ციფრული ფულის“ (digital cash) აბრევიატურა და ინგლისურ ენაში არსებული სემანტური მნიშვნელობა იმალება, რომელიც სისწრაფეს, მისწრაფებულობას, ნახტომს ნიშნავს.
რეკორდით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა გარემოებას, რომ კომპანიისთვის სწორი სახელის შერჩევას არც თუ პატარა მნიშვნელობა აქვს.
კვირას დაწყებულმა ტესტმა DASH-ის წლის დასაწყისში დამყარებული წინა რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც დღე-ღამეში განხორციელებულ 464 000 ტრანზაქციას მოიცავდა. სამი მილიონი ტრანზაქცია 24 საათში - Bitcoin-ის ქსელის კრიპტოვალუტების უმეტესი ნაწილისთვის ეს აბსოლუტური რეკორდია.
კრიპტოვალუტა DASH-ი Bitcoin-ის ფორკია, შესაბამისად იგი Bitcoin-ის მსგავს არქიტექტურას იყენებს, თუმცა მცირედით მისგან განსხვავდება და Bitcoin-ტრანზაქციების ისტორია არ აქვს. ბევრი კრიპტოვალუტა ანალოგიურ სტურქტურას ეფუძნება. მიღწეული შედეგი DASH-ის დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.
წინა რეკორდი კრიპტოვალუტა Bitcoin Cash-ს (BCH) ეკუთვნის, რომელმაც წლის დასაწყისში ჩატარებული სტრეს-ტესტისას, 24 საათის განმავლობაში 2 მილიონი ტრანზაქცია შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ DASH-ის ბლოკის სიდიდე (2 მეგაბაიტი) მის წარმადობას არ ზღუდავს. Bitcoin-თან შედარებით, რომელიც როგორც წესი 24 საათში 200 000-300 000 ტრანზაქციას ამუშავებს, ეს ორჯერ მეტია.
მასალების მიხედვით cryptoglobe.com
ასევე წაიკითხეთ
ადამიანისა და ფულის ევოლუცია
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბლოკჩეინის და ბიტკოინის განვითარება დაახლოებით 70 000 წლის წინ დიწყო, როდესაც ჰომო საპიენსის ბიოლოგიურმა განვითარებამ საკუთარ ლიმიტებს მიაღწია.
საუკეთესო საჩუქრები კრიპტოვალუტის მოყვარულთათვის
საახალწლო დღესასწაულები უკვე დადგა და ალბათ ზოგიერთ ჩვენ მკითხველს წინა საახალწლო სამზადისი გამორჩა. თუ თქვენ არ იცით რა აჩუქოთ თქვენს მეგობარს - კრიპტოენთუზიასტს, ჩვენ დაგეხმარებით ამაში! ყველაფერი თქვენს ბიუჯეტზეა დამოკიდებული და იმაზე თუ რამდენად სწრაფად გინდათ რომ საჩუქარი ხელთ გქონდეთ.