დღევანდელ დღეს, ტრეიდერებს აღელვების ბევრვი მიზეზი აქვთ. მაგრამ მუდმივი სტრესი ჯანმრთელობისთვის მავნებელია და ამიტომ, ხანდახან, უნდა მოვეშვათ და დავისვენოთ - ვიკითხოთ წიგნი, ვუყუროთ ტელევიზორს ან დეცენტრალიზირებული თამაშები ვითამაშოთ, რომლთა პოპულარულობა რეკორდული ტემპებით იზრდება. ამ სტატიაში სამ ყველაზე პოპულარულ აპლიკაციას განვიხილავთ, რომლებსაც მოთამაშეთა ყველაზე დიდი ბაზა აქვთ.
Etheremon
ეს დეცენტრალიზირებული აპლიკაცია ბლოკჩეინ და ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებს აერთიანებს, რათა „პოკემონების დაჭერის“ პროცესი მაქსიმალურად საინტერესო და მოხერხებული გახადოს. პროექტის ვებ-გვერდზე ნათქვამია: „Etheremon სრულიად ახალ სათამაშო გამოცდილებას გთავაზობთ“.
Cоin Insider-ის მონაცემების თნახმად, ამ აპლიკაციის მომხმარებლებს ციფრული აქტივების ფლობა შეუძლიათ და, Etheremon-ის შემქმნელების მტკიცებით, ისინი მაქსიმალურად საიმედო დაცვის სისტემას შექმნას გეგმავენ.
ამ ეტაპზე Etheremon-ის ქსელით 500 ადამიანი სარგებლობს.
Blockchain Cuties
კიდევ ერთი უმარტივესი კონცეფციის აპლიკაცია - უსაყვარლესი ცხოველები ბლოკჩეინზე. ამ აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლები ცხოველების შეგროვებას შეძლებენ (რეალურსა და არარსებულს) და მათთან ერთად სათავგადასავლოდ გაემგზავრებიან. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველები ციფრულები არიან და ბლოკჩეინზე ცხოვრობენ, თამაში მაინც ძალიან საინტერესოა.
ამ თამაშში ყოველდღე 300 ადამიანი შედის.
CryptoKitties
კრიპტოვალუტური ფისუნიები dAppს შორის, დიდი ხნის განმავლობაში, ყველაზე პოპულარული იყო, სანამ Etheromon-მა არ აჯობა.
CryptoKitties - პირველი ბლოკჩეინ თამაშია, სადაც ციფრულ კატებს აგროვებთ და შემდეგ სხვა ციფრულ კატებში ცვლით. ამ თამაშში შინაურ ცხოველის მოვლა და მასზე ზრუნვა არის გათვალისწინებული.
საშუალოდ დღეში ამ აპლიკაციით 400-მდე მოთამაშე სარგებლობს.
ჩვენი საიტი კონკურსში გიწვევთ! კონკურსში გამარჯვებულს სასაჩუქრე კოდი და კიდევ ერთი უსაყვარლესი ცხოველი - კრიპტოზღაბი გადაეცემა!
ახალ წელთან დაკავშირებით ForkNews -ი Hedgie-თან ერთად საკოლექციო თამაშის ექვს სასაჩუქრე კოდს გაათამაშებს!
მასალების მიხედვით cryptodaily.co.uk
ასევე წაიკითხეთ
ადამიანისა და ფულის ევოლუცია
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბლოკჩეინის და ბიტკოინის განვითარება დაახლოებით 70 000 წლის წინ დიწყო, როდესაც ჰომო საპიენსის ბიოლოგიურმა განვითარებამ საკუთარ ლიმიტებს მიაღწია.
კომპანიები Atari და Animoca ცნობილი ვიდეოთამაშების ბლოკჩეინ-ვერსიებს შექმნიან
ვიდეო თამაშების ფრანგული გიგანტი Atari-ი, ბლოკჩეინ-სტარტაპთან Animoca Brands ერთად მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი ორი ყველაზე პოპულარული თამაშის - Roller Coaster Tycoon Touch და Goon Squad ბლოკჩეინ-ვერსიები შექმნა.