2017 წელს ბიტკოინი 100% მაღალ ფასში ვაჭრობდა და ბევრი ინვესტორი და ინსტიტუცინალური ფირმა ახალ ციფრულ ოქროში დიდ სახსრებს დებდა. ახლა კი, ბიტკოინმა თავის ღირებულების 80%-ზე მეტი დაკარგა, რის შედეგადაც ბევრი ჰეჯ-ფონდი, რომელსაც თანხები ბიტკოინში ჰქონდა ჩადებული - დაიხურა ან იხურება.
Crypto Fund Research-ის გენერალური დირექტორის ჯოშ გნაიზდას შეფასებით, 2018 წლის დასაწყისიდან 633 ფონდიდან უკვე 35 ჰეჯ-ფონდი დაიხურა, რაც 5% შეადგენს. მისი თქმით, კრიზისის მიუხედავად, ბევრი ფონდი ახალი კრიპტოვალუტური ინციატივების გაშვებას აგრძელებს.
საინტერესო ტენდენცია, რომელიც ჩვენ შევამჩნიეთ არის ის, რომ ჰეჯ-ფონდები პირველი კვარტლის გარდა, მეორეშიც იხსნებოდა (როდესაც ბიტკოინის ფასი უკვე კლებულობდა). როგორც ჩანს, ეს შეყოვნების ეფექტთან არის დაკავშირებული. ბევრი ფორნდის შექმნას უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ამას მისი შემქმნელები ვარაუდობდნენ და ამიტომ ასპარეზზე ყველაზე უდროო დროს გამოვიდნენ.
საფონდო მენეჯერის ენტონი პომპილიანოს თქმით, თუ საინვესტიციო ფონდებს მოგების მიღების საშუალება არ ექნებათ, ისინი იძულებულნი გახდებიან დაიხურონ.
„მე ამ თემაზე ბევრი მიფიქრია და ამიტომ მხოლოდ ერთი კითხვა მებადება: რატომ არ გაიაზრეს არსებული სიტუაცია საფონდო მენეჯერებმა და უფრო ადრე რატომ არ დაიხურნენ?“ - წერს პომპილიანო.
მისივე თქმით, ჭვირნიშნებთან არსებული პრობლემა - რომელიც ხელშეკრულებაში არის გაწერილი, ფონდების დახურვის ტემპს კიდევ უფრო გაზრდის, რადგან საფონდო მენეჯერები კომპენსაციების მიღებას ვერ შეძლებენ.
კრიზისის დროს ინვესტორების აქტივების პულთან მუშაობა - საკმაოდ რთულია ამოცანაა მაღალკვალიფიცირებულ სპეციალისტებისთვისაც კი. მენეჯერებს რთულ პირობებში უწევთ მუშაობა და, დაახლოებით, მაღალ სიმაღლეზე დაზღვევის გარეშე ეკვილიბრს ჰგავდა.
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin-ის ფასის შემცირებისას ინვესტირების სამი მიზეზი
Bitcoin-ს ბაზარი ვარდნას, აღმავლობასა და კვლავ ვარდნას განიცდის. ამჟამად კრიპტოვალუტა 5 098 აშშ დოლარად იყიდება. თუკი თქვენ თვლით, რომ Bitcoin-სა ან კრიპტოვალუტის სხვა ნაბისმიერ სახეობაში ინვესტირება გვიანია, ეს ასე არ არის. შემდეგი მიზეზების გათვალისწინებით, დრო ჯერ კიდევ არის.
„პანიკის“ სტადია დაიწყო? რას გვიწინასწარმეტყველებს უოლ-სტრიტის გრაფიკი?
ფინანსურ ბაზარზე ინვესტიციის დაბანდება, შესაძლოა, ემოციურ ატრაქციონად გადაიქცეს, და ბიტკოინი გამონაკლისი არაა.