AMD ნახევარგამტარების ამერიკულმა მწარმოებელმა მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიში გამოუშვა. კომპანია კრიპროვალუტების მაინერებისადმი მოთხოვნის შემცირებით და ბაზრების ღირებულების ვარდნით იმედგაცრუებულია.
კომპანიის ინფორმაციის თანახმად, მისი კვარტალური შემოსავალი შარშანდელთან შედარებით მხოლოდ 4%-ით გაიზარდა და $1.65 მილიარდი შეადგინა. ამან კომპანიის წარმომადგენლების მოლოდინები ვერ გაამართლა, რომლებიც $1.7 მილიარდის მიღებას ვარაუდობდნენ. ასეთი მაჩვენებლები მაინინგის სფეროში არსებულ გრაფიკულ პროცესორებზე მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება.
ანრაგიშში კომპანიამ მიუთითა, რომ CPU პროცესორების გაყიდვით მიღებული შემოსავალი Ryzen პროცესორების გაყიდვების მომატებით იყო კომპენსირებული.
Summit Insights Group-ის ანალიტიკოსმა კინგაი ჩანმა გამოცემა Reuters განუცხადა:
კომპანიის შეცდომა GPU-ზე მის ფოკუსირებასა და კრიპტოვალუტის ბაზარზე გაუმართლებლად სარისკო განაკვეთში მდომარეობდა. გარდა ამისა, მას PC-ზე გეიმინგის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი პროდუქტების ხაზი სავსებით არ გააჩნია.
AMD-ს გენერალურმა დირექტორმა ლიზა სუმ განაცხადა, რომ მეოთხე კვარტალში კომპანია დაახლოებით $1.45 მილიარდის ოდენობით მოგების მიღებას ელის, თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს თანხა $1.6 მილიარდს შეადგენს. რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში, ერთ წელიწადში კომპანიის შემოსავალი დაახლოებით 8%-ით გაიზრდება.
როგორც ყოველთვის, წითელის დანახვისას, ინვესტორებს დათვური ავადმყოფობის შეტევა ეწყებათ.
NASDAQ-ის ინფორმაციით, კომპანიების აქციებზე ფასი თვის დასაწყისიდან 27%-ით დაეცა. ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ერთ დღეში ფასი კიდევ 9.17%-ით დაეცა.
მოთხოვნის ვარდნა კრიპტოვალუტის ბაზარზე 2018 წელს არსებულ დათვის ტრენდს არ შეიძლება უკავშირდებოდეს, მაგრამ კიდევ ერთ ფაქტორს ის წარმოადგენს, რომ ბევრი GPU-დან ASIC მაინერებზე გადაერთო, რომლებიც გაცილებით უფრო ეფექტურია. უმსხვილესი მაინინგ პულების უმეტესობა ფლაგმანური მოდელის Bitmain Antminer S9-ის მსგავს ASIC მაინერებს იყენებს.
მასალების მიხედვით https://ethereumworldnews.com
ასევე წაიკითხეთ
ჩინელ მაინერებს ელექტროენერგიით მომარაგება შეუწყვიტეს
მაინინგის ფერმებსა და ჩინეთის სახელმწოფოს შორის ახლახანს ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ, რომლშიც მაინინგების მუშაობის ახალი წესებია გაწერილი, მაინერებზე ჰეშრეიტის 20 პროცენტიანი დანაკარგით აისახა.
შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?
კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.