ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი მაინინგის კომპანია - BItfury - საჯარო სტატუსის მიღებას განიხილავს. კომპანიის წარმომადგენლები რამდენიმე გლობალური ინვესტირების ბანკთან აწარმოებენ მოლაპარაკებას და გეგმავენ 2019 წლისთვის ვაჭრობა ამსტერდამში, ლონდონში ან ჰონკონგში დაიწყონ. IPO-ს შეუძლია კომპანიას დაეხმაროს $3-5 მილიარდის შეფასებას მიაღწიოს.
Bitfury-ს წარმომადგენლებს ამის შესახებ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ინფორმაციის წყარომ ანონიმურობა ამჯობინა, ვინაიდან კომპანიის თანამშრომლებს ამ ინფორმაციის გასაჯაროვება აკრძალული აქვთ.
კომპანია Bitfury, რომელიც ამ აინინგს აპარატურით ურზუნველყოფს, 2011 წელს დაარსდა ვალერი ვავილოვისა და ვალერი ნებესნის მიერ, რომლებიც საკონტროლო პაკეტის მფლობელები არიან. 2017 წლის სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ Bitfury დაახლოებით 9.5% Bitcoin-ის გამომთვლელ სიმძლავრეს აკონტროლებს.
დატა-ცენტრები საქართველოში, ფინლანდიაში, ისლანდიასა და კანადაში დგას.
2016 წელს კომპანიამ საქართველოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გამოცხადების შესახებ განცხადება გააკეთა, მაგრამ ამ უკანასკნელმა შესყიდვის რეგისტრაციისა და ბლოკჩეინისთვის მიწის გაყიდვის პროცესი გადაიტანა. ამის შემდეგ ერთ წელიწადში კომპანიამ სხვა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, ამჯერად, უკრაინის მთავრობასთან. მემორანდუმის მიზანი გახდა “ბლოკჩეინზე ფართომასშტაბიანი ელექტრონული მმართველობის პროგრამა” შექმნა.
არც ისე დიდი ხნის წინ, უმსხვილესი მაინინგის კომპანია Bitmain-მა ჰონკკონგის საფონდო ბირჟაზე IPO-ს ჩასატარებლად განაცხადი გააკეთა, $3 მილიარდიანი შეფასების მიზნით. განაცხადში Bitmain-ის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ ბოლო ორი ფინანსური წლის განმავლობაში მათ $2 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღეს.
Bitfury-ს $450 მილიონიანი შემოსავალი გვერდიდან პირღია იყურება.
თუმცა, ჩამოუყალიბებელი რეგულაციების გამო, ზოგიერთი საინვესტიციო ბანკი ჯერ კიდევ რეკომენდაციას იძლევა, რომ კრიპტოვალუტური IPO-სგან თავი შორს დავიჭიროთ.
მასალების მიხედვით https://blokt.com
ასევე წაიკითხეთ
BTC.com-მა Ethereum-ის მაინერებისთვის ახალი მომსახურება დანერგა
BTC.com - მაინინგ-პულების მსხვილი ოპერატორი და კრიპტოვალუტური საფულეების მომწოდებელი, - თავისი სერვისების სიას აფართოვებს. ვებ-საიტის თანამშრომლების განცხადებით, საიტს Ethereum ბლოკის მიმოხილვის (block explorer) მომსახურება დაემატა.
GPU-ს გამოყენებით Ethereum-ის მაინინგის მომგებიანობა შემცირდა
საერთაშორისო სავაჭრო და ტექნოლოგიური ფირმა Susquehanna-ის მიერ გამოქვეყნებულმა ახალმა მონაცემებმა აჩვენა, რომ GPU-ს გამოყენებით მაინინგ Ethereum-ისგან მიღებული მოგება ნოემბრის თვეში ნულამდე დაეცა. იმის გათვალისწინებით, როომ ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში Ethereum-ის მაინერები თვეში 150 $-ს ღებულობდნენ