ნახევარგამტარი ჩიპების წარმოების მსოფლიოში სიდიდით მეორე კომპანია Intel-ი „ენერგოეფექტური აპარატული ამაჩქარებლის“ გამოყენებით Bitcoin-ის მოპოვებაზე პატენტს მიიღებს. „ოპტიმიზირებული SHA256 Datapath“ პატენტის თანახმად, „მაღალი წარმადობის მქონე“ გამოგონება Bitcoin-ის მოპოვების პროცესზე ენერგიის დანახარჯს 15 პროცენტით შეამცირებს.
კორპორაცია Intel-ი კონკურენტუნარიანი ჩიპსეტების წარმოებით არის ცნობილი. კომპანიამ ბიტკოინების ენერგოეფექტური შემუშავების პროექტის პატენტი აშშ-ს პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ბიუროსგან (USPTO) მიიღო. პატენტი ალგორითმ SHA256 შემუშავებისთვის სპეციალურ დამუშავების სისტემას აღწერს. საპატენტო განაცხადი 2016 წლის 29 ივნისს გაკეთდა, კონცეფცია კი ჰილსბოროდან (ორეგონის შტატი), სამმა დეველოპერმა წარადგინა.
განმარტებითი წერილის თანახმად, მოწყობილობა უფრო ეფექტურ პროცესორს, რომელიც აპარატული ამაჩქარებლით არის აღჭურვილი, თანამედროვე ინტეგრალური სქემებთან შედარებით (ASIC), ენერგოეფექტურობის გაზრდა შეუძლია. პატენტის აღწერილობა 29 გვერდს და დამუშავების სისტემის ილუსტრაციებსაც მოიცავს. „აღნიშნული გამოგონების გამოყენებით ASIC-ის ბაზაზე SHA-ს ენერგოეფექტურ ძრავებზე ბიტკოინების მოპოვება არის შესაძლებელი“ - განმარტავს პატენტი.
Intel-სთვის აღნიშნული პროექტი კრიპტოვალუტურ სფეროში პირველი გადაწყვეტილება არაა. 2016 წელს ჩატარებულ Money 20/20 -ზე კომპანია Bitpay-მ განაცხადა, რომ Copay wallet-ის მფლობელების უსაფრთხოება Intel Software Guard Extension -ის (SGX) დახმარებით „აპარატული უზრუნველყოფის დონეზე“ იქნება. ასევე, ერთი წლის შემდეგ, Ledger-მა Intel-თან თანამშრომლობის შესახებ გააკეთა განცხადება.
თუმცა, უკანასკნელი პატენტით, კომპანია Intel-ის მაღალი წარმადობის მქონე ნახევარგამტარი ჩიპების წარმოებაზე აკეთებს აქცენტს. აღსანიშნავია, რომ ამ სფეროში პირველ ადგილს კომპანიაSamsung-ი იკავებს.
ასევე წაიკითხეთ
მსოფლიო ბანკი - საქართველო მსოფლიო მაინინგის ერთ-ერთი ლიდერია
შედარებით პატარა პოსტბჭოთა რესპუბლიკამ კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზარზე მოწინავე პოზიციების დაკავება შესძლო. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ცნობებით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 5 %-ს უკვე შეძენილი ან დამაინინგებული აქვს კრიპტოვალუტა.
გეიმერები კრიპტოვალუტის მაინინგს შეძლებენ
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი კორპორაცია Asus-ი, მოთამაშეებს თავიანთი ვიდეობარათების ჭარბი სიმძლავრის გამოყენებას კრიპტოვალუტის მაინინგისთვის სთავაზობს.