გუშინ კომპანია Razer-მა კომპიუტერებისთვის ახალი დანართის გაშვება დააანონსა. დანართი გეიმერების უქმად მყოფი ძლიერი კომპიუტერების GPU-ს სიმძლავრეებს კრიპტოვალუტის მაინინგისთვის იყენებს.
ადამიანები, რომლებიც ამ დანართს გამოიყენებენ, Razer Silver-ის ვირტუალური კრედიტებით დასაჩუქრდებიან იმის მიხედვით, თუ რამდენ ხანს ისარგებლებენ ამ დანართით.
„იმის ნაცვლად, რომ ეს სიმძლავრე და ენერგია ტყუილად გავაცდინოთ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კომპიუტერმა სარგებელი მოგვიტანოს, მაშინაც კი, როცა კლავიატურასთან არ ვზივართ. გარდა ამისა, არაფრის გაკეთება არ მოგიწევთ-უბრალოდ SoftMiner-ი გადმოტვირთეთ და თვალი ადევნეთ იმას, დანართი თქვენთვის Razer Silver-ს როგორ გამოიმუშავებს.“- განაცხადა Razer-ის გენერალურმა დირექტორმა.
კომპანია Gamma-მ ბლოკჩეინ-დანართი შეიმუშავა, რომელიც გეიმერების კომპიუტერების უქმად ყოფნის დროს კრიპტოვალუტის მაინინგისთვის იყენებს. ამგვარად, Gamma-ს ტექნოლოგია Razer- ზე დარეგისტრირებული 50 მილიონზე მეტი გეიმერისთვის შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს.
„Soft Miner-ი Razer-ის საზოგადოების წევრებისთვის კრიპტოვალუტების განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანის საუკეთესო ხერხია, ასევე სანაცვლოდ საინტერესო ჯილდოების მიღების საშუალებაც.“- განაცხადა Gamma-ს გენერალურმა დირექტორმა გაბრიელ შილინგერმა.
გეიმერები SoftMiner-თან მუშაობისთვის ნამდვილ ციფრულ ვალუტას არ მიიღებენ, ამის ნაცვლად ისინი კომპანიის ტოკენებს- Razer Silver-ებს მიიღებენ, რომლებსაც შემდგომში უნიკალურ სათამაშო საგნებსა და Razer Store-ში ფასდაკლებაზე გაცვლიან.
მასალების მიხედვით www.ubergizmo.com
ასევე წაიკითხეთ
ისლანდიელმა ფერმერებმა გამოსავალი იპოვეს, თუ როგორ შეამცირონ მაინინგების ენერგოდანახარჯი
ქრისტა ჰანესდოტირი მაინინგით ყოფილი თევზის გადამამუშავებელ ქარხნის შენობაშია დაკავებული, რომელიც ისლადიაში აეროპორტ კეფლავიკის მახლობლად მდებარეობს. მან, შესაძლოა, დიდი როლი ითამაშოს ეკო-პრობლემების საკითხების მოგვარებაში, რომლებიც კრიპტომოპოვებას თან სდევს.
მაინინგის გიგანტმა BitFury-მ, პირადი განთავსების ხერხით, 80 მილიონი დოლარი მოიზიდა
კომპანია BitFury-მ დაფინანსების მომდევნო რაუნდში, სახსრების მოცულობის გაზრდით, 80 მილიონი დოლარი, 2014 წლიდან დაწყებული კამპანიის წამოწყებით 170 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა. ინვესტორებად გამოვიდნენ: მაიკ ნოვოგრაცის კომპანია Galaxy Digital-ი, Macquarie Capital-ი, Dentsu Inc.-ი, Armat Group-ი და სხვები.