New York Times -ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, იაპონიის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ მასაიოში ამამიასმ ეჭვქვეშ დააყენა ის ფაქტი, რომ ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტები ხელს უწყობენ სავალუტო სისტემის გაუმჯობესებას. მან განაცხადა, რომ იაპონიის ცენტრალური ბანკი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას არ გეგმავს.
აღნიშნულ სტატიაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ზოგიერთი ფინანსური ექსპერტის მოსაზრებით, ცენტრალური ბანკები ასეთი კრიპტოვალუტებს ეკონომიკის გასაკონტროლებლად იყენებენ, იმ შემთხვევაში, თუ საპროცენტო განაკვეთი ნულამდე დაეცემა.
აღნიშნული თეორიის თანამხმად, ასეთი კრიპტოვალუტები ცენტრალურ ბანკს ეკონომიკის სტიმულირების საშუალებას აძლევენ, რითაც მათ ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტებიდან მაღალი პროცენტების ამოღება შეუძლიათ, რაც თავის მხრივ, მეტი თანხების დახარჯვას მისცემს სტიმულს.
თუმცა ამამია მიიჩნევს, რომ ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტიდან პროცენტის ამოღება იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური ბანკი ფინანსური სისტემიდან ფიატს ამოიღებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი კვლავაც განაგრძობს კრიპტის ფიატში გადაყვნას, რათა თავი აარიდოს პროცენტების გადახდას.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ფიატის ამოღება იაპონიაში გამორიცხულია, რადგან ფიატი ჯერ იკიდევ დიდი პოპულარულობით სარგებლობს, ხოლო კრიპტოვალუტა სპეკულაციებს ექვემდებარება და გადახდის არასტაბილური საშუალებაა.
ასევე წაიკითხეთ
შვედეთის ცენტრალური ბანკი, e-krona-სთან ერთად, უნაღდო ფულისთვის ემზადება
შვედეთის ცენტრალური ბანკი e-krona პროექტზე მუშაობას აგრელებს. სპეციალური კომისია უკვე წელიწადზე მეტია ეროვნული ციფრული ვალუტის გამოშვების შესაძლებლობებს სწავლობს.
ირანი: ციფრული რეალობა სულ უფრო ახლოსაა
როგორც ჩანს ვენესუელი მსგავსად, ირანელებმაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარების გზას დაადგნენ. ირანის კიბერსივრცის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის აბოლჰასან ფირუზაბადის განცხადებით: „კრიპტოვალუტური მაინინგი ეს ის დარგია, რომელიც ირანში აუცილებლად უნდა განვითარდეს“. მისი თქმით, კრიპტოვალუტურ სივრცეში მაინინგი ერთ-ერთი ძირითადი სფეროა. ამიტომაც უახლოეს მომავალში ციფრული ვალუტის მოპოვების ლეგალიზაციისთვის სპეციალური პლატფორმა შეიქმნება.