გასულ ხუთშაბათს ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლა მადურომ ხელფასები VES-ში (სუვერენული ბოლივარი) მაქსიმალურად - 150% გაზარდა და მისი Petro-თან მიმართებაში კურსი 3600-დან 9000-მდე გაიზარდა, რადგან ეს ორი ინდექსი ერთმანეთზეა მიბმული. ამასთანავე, Petro-თი გადახდები, მისი ფასის ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში ბევრგან აუცილებელია.
ამ დაუფიქრებელმა ნაბიჯმა ბოლივარის 40% დევალვაცია გამოიწვია.
შედეგად, კვირის ბოლოსთვის, ადგილობრივ კრიპტობირჟა Localbitcoins-ზე BTC-ის ვაჭრობის მოცულობა $5 მილიონით გაიზარდა. ფინანსური კრიზისის მდგომარეობაში, ბევრი ბიტკოინსა და სხვა ციფრულ ვალუტებს ვენესუელის სიღარიბის დაღწევის საშუალებად მიიჩნევს.
სახელმწიფო კრიპტოვალუტა Petro-ც კი, რომელიც სახელმწიფომ კრიზისის დასაღწევად გამოუშვა, ისეთივე პოპულარულია, როგორც ბიტკოინი.
ქვეყანაში არსებული ნავთობის მარაგების მიუხედავად, ნავთობის ბარელის ფასის ვარდნის გამო, ვენესუელა სერიოზულ ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა. მოვლენების ასეთმა განვითარებამ, ინფლაციის უპრეცენდენტო დონე აჩვენა და, ექსპერტების ვარაუდით, ის 1600 %-იან ზრდას მიაღწევს.
ინფლაციის გამწვანებასთან ერთად, სუვერენული ბოლივარი უფასურდება: 100 VES ბანკნოტი მხოლოდ 2 ცენტს უდრის. კრიზისმა ბოლივარი ვენესუელაში გამოუსადეგარ ვალუტად აქცია, ხოლო ბიტკოინს მოსახლეობა სულ უფრო ხშირად იყენებს.
ასევე წაიკითხეთ
ვენესუელა ყველაფერს აკეთებს, რათა პირველი ქეყანა გახდეს, რომელმაც ნაციონალური კრიპტოვალუტა გაუშვა
სახელმწიფომ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტამ ეკონომიკური პრობლემები უნდა შეამსუბუქოს, რაც ტრადიციულ ფიატურ ვალუტასთან არის დაკავშირებული და ქვეყანაში ფართო მოხმარების საგადასახადო საშუალება გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოსაზოგადოების დიდმა ნაწილმა Petro-ს მიმართებაშიში თავისი სკეპტიკური აზრი გამოხატა და, მიუხედავად შტატების აქტიური კამპანიისა, ნაციონალური კრიპტოვალუტის მიმართებაში, ვენესუელის მთავრობა გაუფასურებული ბოლივარის ნაცვლად Petro-ს ალტერნატიულ გაშვებას გვთავაზობს.
ირანი: ციფრული რეალობა სულ უფრო ახლოსაა
როგორც ჩანს ვენესუელი მსგავსად, ირანელებმაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარების გზას დაადგნენ. ირანის კიბერსივრცის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის აბოლჰასან ფირუზაბადის განცხადებით: „კრიპტოვალუტური მაინინგი ეს ის დარგია, რომელიც ირანში აუცილებლად უნდა განვითარდეს“. მისი თქმით, კრიპტოვალუტურ სივრცეში მაინინგი ერთ-ერთი ძირითადი სფეროა. ამიტომაც უახლოეს მომავალში ციფრული ვალუტის მოპოვების ლეგალიზაციისთვის სპეციალური პლატფორმა შეიქმნება.